
Microsoft-ის თანადამფუძნებელმა, ბილ გეიტსი ვიდეოში ხსნის რა არის კორონავირუსის ვაქცინა და როგორ მზადდება ის.
„პრაიმტაიმი“ ვიდეოს თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:
დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე საჭირო კორონავირუსის ვაქცინის გამოგონებაა, რომელიც ადამიანებს COVID-19 -ით ინფიცირებისგან დაიცავს.
აი, რას აკეთებს ვაქცინა – ის თქვენს იმუნურ სისტემას პათოგენის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

ეს არის კორონავირუსი. აი ამ ფორმას კი, რომელიც გარედან აკრავს, Spike პროტეინი ეწოდება. ის ორგანიზმის უჯრედებს ეკვრის და მათ ხელში იგდებს. მას განსაკუთრებული რეცეპტორი აქვს, რომლის საშუალებითაც უჯრედს ვირუსის მილიარდობით ასლის შექმნას აიძულებს.
პირველად,როდესაც ვირუსი ორგანიზმში აღწევს, ამ დროს ორგანიზმი სრულიად დაუცველია. იმუნურ სისტემას რამდენიმე დღე სჭირდება იმის „შესამჩნევად“, რომ ორგანიზმში რაღაც ცუდი ხდება.
როგორ მივაღწიოთ იმას, რომ იმუნურმა სისტემამ რეაგირება სწრაფად მოახდინოს?
ვაქცინის მიზანი იმუნური რეაქციის გამოწვევაა.

ორგანიზმში შედის რაღაც, რაც, აი, ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ ორგანიზმმა ძალიან ბევრი ანტისხეული გამოიმუშაოს, რათა ვირუსების განადგურება შეძლოს.
ამ მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევაა მიმართული. ქმნიან სხვადასხვა ტიპის კორონავირუსის ვაქცინებს.
როგორ მზადდება ვაქცინა?
ამ დროს ორგანიზმში ვირუსის მცირე ნაწილი შეჰყავთ.ზოგჯერ მთლიანი ვირუსიც. თუმცა, ასეთ დროს ის გამოფიტულია და გამრავლებას დიდად ვერ ახერხებს. ზოგჯერ კი უბრალოდ იღებ ვირუსს და კლავ. ამ დროს ადამიანი ცუდად ვერ გახდება, რადგან ვირუსი დუბლიკაციას (გამრავლებას) ვერ ახერხებს.
თუმცა, ჩვეულებრივ ასეთ დროს იღებენ ან ვირუსის მცირე ნაწილს, ან Spike პროტეინს, რომელიც ვირუსს გარსს აკრავს და მას სხვა რამეზე ათავსებენ.
ასე რომ, დაავადების გამომწვევი რისკი ასეთ შემთხვევაში არ არსებობს.
ახალი მიდგომა და ყველაზე დაიმედებელი ვაქცინა RNA-ია. ვაქცინა თქვენს სხეულს გენეტიკურ კოდს აძლევს, რომელიც ვირუსული ფრაგმენტების დამოუკიდებლად წარმოებისთვისაა აუცილებელი.
Gates-ის ფონდი უამრავ პარტნიორთან ერთად ვაქცინის შექმნის პროცესს აკვირდება. ახალი ვაქცინა 5 წელზე ნაკლებ დროში არასდროს შეგვიქმნია. მაგრამ ახლა ვაქცინის შექმნა სასწრაფოა და საოცარ თანამშრომლობას საჭიროებს.
ამიტომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს 18 თვეში ერთ-ერთი ვაქცინა იმუშავებს.
დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ვაქცინის დიდი რაოდენობით წარმოება მოხდება და ყველა ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
პანდემიის დასრულებას სწორედ ასე შევძლებთ.






















