21:10 | 2021-08-17 ავტორი: მარი ჯაფარიძე

რა არის შვეიცარიული ყველის მოდელი და როგორ გვიცავს ის ვირუსისგან, თითქმის 100%-ით

რა არის შვეიცარიული ყველის მოდელი და როგორ გვიცავს ის ვირუსისგან, თითქმის 100%-ით

პრობლემა ის არის, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის არც ერთი  საშუალება 100% -ით ეფექტიანი არ არის, ვაქცინების ჩათვლით.

შეხედეთ შვეიცარიული ყველის ამ ცხრა ნაჭერს, გამორჩეული ხვრელებით. თითოეული ნაჭერი არის ვირუსისგან დაცვის თითო ეტაპი.

არც ერთი ნაჭერი არ არის სრულყოფილი. თითოეულ მათგანს აქვს ხვრელები, რომლებიც საშუალებას აძლევს ვირუსს, შეაღწიოს მასში.

მაგრამ თუ რამდენიმე ნაჭერია ერთმანეთზე დალაგებული, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე მათგანი შეაჩერებს ვირუსს, იზრდება.

 

 

 

მოდი, განვიხილოთ თითოეული ვარიანტი:

 

1. ვაქცინები ითვლება ჩვენს არსენალში ყველაზე ძლიერ იარაღად, Covid-19– ის წინააღმდეგ. ზოგიერთი მათგანის ეფექტიანობა 90%-ზე მეტია, ადამიანებში დაავადებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.

 

2. მაგრამ არცერთი ვაქცინა არ არის 100% ეფექტიანი და არსებობს შანსი ვირუსით დაინფიცირდეს ან გადამდები იყოს, ვაქცინაციის შემდეგაც კი.

 

3. მასობრივ ტესტირებას შეუძლია, აღმოაჩინოს ვირუსის მატარებელი ადამიანები, რომლებმაც არც კი იციან მისი არსებობის შესახებ, მაგრამ სწრაფი ტესტები არასრულყოფილია და შეიძლება ზოგჯერ ვერ გამოავლინოს ვირუსის არსებობა.

 

4. კონტაქტების მოკვლევის სისტემები თვალყურს ადევნებენ ადამიანებს, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ვირუსის გადამტანთან. მათ ურჩევენ, იზოლაციაში დარჩნენ, მაგრამ ასეთი ზომები უნდა მივიღოთ სწრაფად და მოიცავდეს კონტაქტების 80% -დან 100% -მდე, რათა ეფექტიანად იმუშაოს.

 

5. უმეტეს ქვეყნებში ადამიანებს, რომლებსაც ეჭვი აქვთ ან იციან, რომ აქვთ კოვიდი, ურჩევენ, დარჩნენ სახლში და მოერიდონ სხვებთან მჭიდრო კონტაქტს. ზოგიერთი მთავრობა ასევე მოითხოვს ვიზიტორთა კარანტინს,  მაგრამ ზოგიერთ ადამიანს არ სურს ან არ შეუძლია დაიცვას ეს წესი.

 

6. სახის სამედიცინო ნიღბებს შეუძლიათ ვირუსის შეკავება ხველების, ცემინებისა და საუბრის დროს, მაგრამ უმაღლესი ხარისხის ნიღბებსაც კი რაღაც აკლია. იმისათვის, რომ ნიღბები იყოს ეფექტიანი, ისინი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს და სწორად უნდა ატაროს.

 

7. სხვა ადამიანისგან ორი მეტრის დაშორება ამცირებს ინფექციის რისკს, მაგრამ ვირუსის მიღება შესაძლებელია უფრო დიდი მანძილიდანაც.

 

8. სუფთა ჰაერი ამცირებს ინფექციის რისკს და მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას შეუძლია, გაანადგუროს ზედაპირზე დარჩენილი ვირუსი, მაგრამ რისკი ამჯერადაც არ არის ნულის ტოლი.

 

9. ცუდად ვენტილირებად ადგილებში იზრდება ვირუსით ინფიცირების ალბათობა. რაც უფრო მეტი ჰაერის ნაკადია, მით ნაკლებია რისკი, მაგრამ საფრთხე მაინც არსებობს.

 

10. კარგი ჰიგიენის პრაქტიკა ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შეჩერებას, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ვირუსის ნაწილაკების ჰაერში მოხვედრის რისკი.

 

როგორც ხედავთ, ყველის არც ერთი ნაჭერი არ იძლევა 100% -იან გარანტიას.

 

მხოლოდ რამდენიმე ნაჭერით – ანუ რამდენიმე ანტივირუსული ღონისძიებით ვიღებთ საუკეთესო, თითქმის 100% შანსს, დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი მეგობრები და ოჯახი.

 

 

ავსტრალიელი ვირუსოლოგი, იან მაკკეი, რომელიც იყო პანდემიის დროს შვეიცარიული ყველის მოდელის პიონერი, ამბობს, რომ ყველის ხვრელები ფაქტობრივად მუდმივად გაიხსნება და დაიხურება და გადაადგილდებიან ჩვენი ქცევის შესაბამისად. ამიტომაც ის და სხვა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მასიური ვაქცინაციაა, საჭიროა სხვადასხვა ღონისძიებების გატარება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველის ნაჭრებში ხვრელები გადაიფაროს და ვირუსმა არ გაიაროს.

 

რესპირატორული პანდემიის დაცვის მოდელი, სახელწოდებით – „შვეიცარიული ყველის მოდელი“, შეიქმნა ავსტრალიის კუინზლენდის უნივერსიტეტის ვირუსოლოგის, იან მაკკეის მიერ და  ითარგმნა ორ ათეულზე მეტ ენაზე. მოდელი ემყარება კონცეფციას, რომელიც შეიმუშავა ჯეიმს რაისონმა, კოგნიტურმა ფსიქოლოგმა და ახლა უკვე ემერიტუსის პროფესორმა დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში. იგი გამოიყენება რისკების შემცირების კვლევაში და ხშირად მოიხსენიება როგორც „თავდაცვის დონის ანალიზი“.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X