
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი რეინციფირების შესახებ საუბრობს. ექიმი კველვაზე დაყრდნობით ამბობს, რომ გადატანილი კოვიდი 65 წლამდე ადამიანებს უფრო მეტად იცავს რეინფიცირებისგან, ვიდრე მოხუცებულებს. ამიტომ ნანა გეგეჭკორი ყველას, განსაკუთრებით 65 წელს ზემოთ ადამიანებს, ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„მილიონიან პოპულაციაზე ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ გადატანილი კოვიდი, 65 წლამდე ასაკის ადამიანებში, დაახლოებით 77-83%-ით იცავს რეინფექციისგან. სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი. ამ ასაკობრივ ჯგუფში გადატანილი კოვიდი მხოლოდ 47%-ით იცავს ხელახალი ინფიცირებისგან.
ზოგადად, სხვა კვლევებზე დაყრდნობით რეინფიცირება, შემთხვევების დაახლოებით 1%-ს შეადგენს. ამ კვლევებიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, კოვიდ19-ის გადატანა სრულად არ გვიცავს შემდგომი ინფიცირებისგან და ვაქცინაცია ყველასთვის აუცილებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა 65 წელს გადაცილებულებისთვის.
დღემდე მახსოვს ისტერიული პოსტები, რომ თურმე რეინფიცირება შეუძლებელია. ეს ისტერია ჩემს ისტორიას მოჰყვა, როცა ვთქვი, რომ მეორედ გადავიტანე კოვიდი. არც მეტი არც ნაკლები არგუმენტად მოჰყავდათ, “ჩვენს პროფესორებს დავეკითხე და მითხრეს”. დაიცავით პრევენციის წესები და აიცერით იმ ვაქცინით, რაზეც ხელი მიგიწვდებათ და უსაფრთხოა თქვენთვის“, – წერს ნანა გეგეჭკორი.
ასევე ნახეთ:























