00:53 | 2021-03-27 ავტორი: Prime Time

რა ბარიერები შეიძლება შეექმნას ადამიანს, რომელიც ვაქცინაციაზე უარს იტყვის – გამყრელიძის განმარტება

რა ბარიერები შეიძლება შეექმნას ადამიანს, რომელიც ვაქცინაციაზე უარს იტყვის – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინირებული ადამიანისთვის შეზღუდვები შემსუბუქდეს.

 

„რამოდენიმე ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ ისინი არ გაყიდიან ბილეთს არავაქცინირებულ ადამიანებზე ანუ გარკვეული ბარიერები შეიქმნება, რომელიც წაახალისებს და მეტ სტიმულს მისცემს ვაქცინაციას. საქართველოშიც ალბათ, გაიგეთ, რომ რამოდენიმე რესტორანმა გამოაცხადა, რომ 50%-იან ფასდაკლებას უკეთებენ ადამიანს, თუ იქ ორჯერადად ვაქცინირებული პირი შევა.

 

მაგრამ, ის რომ ვაქცინირებული ადამიანისთვის შეზღუდვები შემსუბუქდეს ან კომენდანტის საათი მოიხსნას ეს ალბათ, რთული დასამენეჯმენტირებელი და რთული საკითხი იქნება. თუმცა ვნახოთ, მთავარია ხალხი აიცრას და ვნახოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ასევე ნახეთ – ამირან გამყრელიძე 5 რეკომენდაცია იმისათვის, რომ “ივნისში დამშვიდებულები შევიდეთ”

 

ავტორი: Prime Time

X