20:16 | 2021-12-02 ავტორი: Prime Time

რა ბედნიერებაა რომ ეს ქვეყნის წურბელა აღარ მართავს ჩვენს ქვეყანას – ნანა ლორთქიფანიძე 

რა ბედნიერებაა რომ ეს ქვეყნის წურბელა აღარ მართავს ჩვენს ქვეყანას – ნანა ლორთქიფანიძე 

„არ ყოფილა სანდრო გირგვლიანი, არ ყოფილა 7 ნოემბერი, არ ყოფილა 26 მაისი, 15 ივნისი, 6 მაისი.. ციხის კადრები მოგონილია, არავინ უწამებიათ, არავისთვის შეულახავთ ღირსება, ვალერი გელაშვილი ქუჩის ხულიგნებს მოუკლავთ ცემით, არავინ ჩაურეცხავთ“,- წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე.

ირმა ინაშვილის ძმა, კოტე ინაშვილი გარდაიცვალა 
2021-12-02ირმა ინაშვილის ძმა, კოტე ინაშვილი გარდაიცვალა 

 

„უამრავი სამუშაო ადგილი არსებობდა, მაგრამ 2012 -ში უცებ გაქრა. 2008 წლის ომში გავიმარჯვეთ! არ გაყიდულა სტრატეგიული ობიექტები! არ გაყიდულა საქართველოს ტერიტორიები! უბრალოდ ჩვენ გავგიჟდით და ვიდექით ქუჩაში და არ ვიცით 9 წელიწადი რას ვაპროტესტებდით!

 

ხო მართლა არც 137 ახალგაზრდა არ დაუხვრიტავთ ქუჩაში, არც ციხეში არ კლავდნენ წელიწადში 150 კაცს!

 

კასტილიანი ავადმყოფიც დაგვესიზმრა.! მერე რა თუ 26 მაისს ხელ-ფეხ შეკრული ნიკუშა ჯიხურის თავზე ახტა და იქ “ დენმა დაარტყა”, სამაგიეროდ ვზრუნავდით , რომ ჩვენს პრეზიდენტს ლიპოსაქცია, ბოტოქსი, გასახდომი პროცედურები, მასაჟები, ნიჭიერი შვილების სწავლის დაფინანსება და მეგობრებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა კურორტებზე გულაობა არ მოკლებოდა, დიახ ჩვენ ვზრუნავდით ამ ყველაფერზე, ჩვენი ფულით ვუქმნიდით ამ ფუფუნებას და ეს ყველაფერი ძალიან მოგვენატრა? არა ბატონო, არ მოგვენატრა! ვუყურებ სასამართლო პროცესს და ვფიქრობ, რა ბედნიერებაა რომ ეს ქვეყნის წურბელა აღარ მართავს ჩვენს ქვეყანას“,- წერს ნანა ლორთქიფანიძე.

 

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე და ვიდეოები ამ ბმულზე

ავტორი: Prime Time

X