
სოციალურ ქსელში ლანჩხუთში მომხდარ შემზარავ ტრაგედიას ახლობლები და გარდაცვლილის მეგობრები ეხმაურებიან.
„ეს ისეთი ტკივილი და ტრაგედიაა, რომ ვერც გადმოვცემ სიტყვებით, უბრალოდ ჩაგლეჯილი გულით ვიტყვი, რომ ჩემი შვილების მეგობრები, ჩემი ნიკუშას ძმაკაცი გიორგი სანთელაძე და მისი დეიდაშვილი ლაშა ცხვედიანი წავიდნენ ამ ქვეყნიდან. სანთელ, სულითაც ულამაზესო ბიჭო, ოჯახის წევრად მიგვაჩნდი და შვილივით მიყვარხარ. შენნაირი გულიანი, კეთილშობილი, გაბრწყინებული სახის და მუდამ ღიმილიანი მე სხვა არ მინახავს. ღმერთო, რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თქვენს მაგივრად მე ვყოფილიყავი იმ მანქანაში. სანთელ, ლაშა, უამრავი ადამიანის გაუსაძლისი ტკივილი ხართ. შემოგევლეთ თქვენ,“ – წერს შალვა შენგელი.
გიორგი სანთელაძე და ლაშა ცხვედიანი დეიდაშვილები იყვნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:























