
მუსიკალური პროდიუსერის, ნატო დუმბაძის ქალიშვილმა, 28 წლის სოფო ქარცივაძემ ზაფხულში მცირე ბიზნესი წამოიწყო.
სოფოს ფერადი სანთლების წარმოების იდეა პანდემიის დასაწყისში გაუჩნდა. მეგობართან ერთად იდეას ხორცი მალევე შეასხა და დღეს უკვე Identity Candles-ს ნინული ახვლედიანთან ერთად აწარმოებს.

სოფო ქარცივაძე: – გაზაფხულის კარანტინის დროს გავაკეთეთ დასკვნა, რომ სახლი არის სივრცე, სადაც გადმოინაცვლა სამსახურებმა, ოფისებმა, სკოლამ – ბევრმა დაწესებულებამ. ამიტომ სახლში მეტი სიმყუდროვე, ყველასთვის სასიამოვნო იქნებოდა. სიმყუდროვის შემქმნელი ერთ-ერთი ატრიბუტი კი სანთელია. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სანთლები კონცეპტუალური მიმართულებით.
კითხვა განაგრძეთ: Primeambebi.ge-ზე























