
„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან ინციდენტს არ ნანობს. მისი თქმით, ეს რეაქცია იყო პასუხი შეურაცხყოფაზე. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„როცა სადმე შეცდომას დავუშვებ და მივხვდები, რომ ეს შეცდომა იყო, ბოდიშს მოვიხდი, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ხაზარაძესთან მიმართებით, მე არც დამიგეგმავს ეს და არც შეურცხყოფა დამიწყია.
მე მქონდა რეაქცია შეურაცხყოფაზე და ეს იყო ჩემი პასუხი. არავის ვაპატიებ არასდროს ჩემს შეურაცხყოფას, ეს ყველამ გაითვალსიწინოს. შესაბამისად, რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციის ლიდერები 19 იანვარს, „ღამის კურიერის“ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
შემდეგ მამუკა ხაზარაძემ და ალეკო ელისაშვილმა ერთმანეთისკენ გაიწიეს კიდეც, თუმცა გადაცემის წამყვანებმა სიტუაციის დარეგულირება შეძლეს. მამუკა ხაზარაძემ “ღამის კურიერის” სტუდია დატოვა.
მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა მომხდარზე განცხადება გაავრცელა.






















