23:21 | 2020-04-15 ავტორი: ნინი ტაველიძე

რა დააწერა მარტოხელა დედამ შვილს, რომ სუპერმარკეტში არ გაეკრიტიკებინათ (ტეხასი)

რა დააწერა მარტოხელა დედამ შვილს, რომ სუპერმარკეტში არ გაეკრიტიკებინათ (ტეხასი)

კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული.

 

ზოგიერთ ქვეყანაში გარეთ გასვლაზე მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული.

 

საკვებისა და წამლების საყიდლად გარეთ გასვლის უფლება ოჯახიდან ერთ ადამიანს აქვს.

 

ეს ყველაფერი კი მარტოხელა მშობლებს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის.

 

მერიან ფასი მარტოხელა დედაა. მას 5 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც სახლში მარტო ვერ ტოვებს, ამიტომ გარეთ გასვლა და საკვების ყიდვა მასთან ერთად უწევს. ამის შესახებ mirror-ი წერს.

 

ამის გამო ის ძალიან ბევრჯერ გააკრიტიკეს და შეარცხვინეს.

 

მერიანს ხალხის კრიტიკა თავიდან რომ აერიდებიდა, თავის 5 წლის შვილს ზურგზე წარწერა მიამაგრა, სადაც წერია:

 

„მე მხოლოდ 5 წლის ვარ, სახლში მარტო ვერ ვრჩები. ამიტომ მიწევს დედასთან ერთად საყიდლებზე ვიარო. სანამ ჩემს გაკიცხვას დაიწყებდეთ, 6 ნაბიჯით უკან დადექით“.

 

 

მერიანმა ეს ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

 

„ჩემს შვილს ეს წარწერა ზურგზე მივამაგრე, იმისთვის, რომ სანამ ადამიანები ჩემს გაკრიტიკებას დაიწყებდნენ, ფაქტები ცოდნოდათ“.

 

მისმა პოსტმა ათასობით მოწონება დაიმსახურა. მას ძალიან ბევრი მარტოხელა მშობელი გამოეხმაურა.

 

„მეც უნდა გავუკეთო ჩემს 6 წლის შვილს ასეთი წარწერა. კარგია, რომ მარტო არ ვარ“,- დაუწერა ერთ-ერთმა მათგანმა.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X