00:31 | 2021-03-21 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რა დადგინდა ახალციხეში დაღუპული ექთნის პათოლოგიური კვლევის შედეგად – ექიმი იაგო ფრანგიშვილი

რა დადგინდა ახალციხეში დაღუპული ექთნის პათოლოგიური კვლევის შედეგად – ექიმი იაგო ფრანგიშვილი

გერმანი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი ახალციხეში დაღუპულ მედდაზე აცხადებს, რომ 27 წლის მეგი ბაქრაძეს ფილტვის ემბოლია ჰქონდა და ანაფილაქსიაზე ​ საუბარი არასწორია.

 

“დაადგინა პათოლოგიურმა კვლევამ, რომ ახალგაზრდა ქალს ჰქონდა ფილტვის ემბოლია, და ახლა, ვინც ანაფილაქსიაზე საუბრობთ, ადამიანებად არ გთვლით. ადრე მონა ადამიანებად გთვლიდით და თანაგრძნობა მქონდა.

 

ახლა კი, ვინც ფილტვის ემობოლიისას ანაფილაქსიაზე საუბრობს, იმან უკვე შეგნებით თქვა უარი ადამიანობაზე სულერთია, ექიმია, ექთანია, მინისტრია თუ ჟურნალისტია. ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს ვუთხარი, სანამ პათოლოგიის დასკვნა ცნობილი იყო, რომ აცრისას ანაფილაქსიით ჯერ არავინ დაღუპულა ამ უკვე 6 თვიანი აცრებისას, ეს ერთი და მეორეც ანაფილაქსიის დროს რატომ უნდა შეწყვიტო მართვითი სუნთქვა რამდენიმე საათში და ადამიანი გარდაცვლილად გამოაცხადო?

 

ახალციხეში გარდაცვლილი მედდის უკანასკნელი საუბარი მამასთან - ვეფხია ბაქრაძე
2021-03-20ახალციხეში გარდაცვლილი მედდის უკანასკნელი საუბარი მამასთან - ვეფხია ბაქრაძე

 

გინდაც ანაფილაქსიური შოკით ტვინის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა ჰქონდეს, რამდენიმე დღე მაინც აკვირდებიან, გინდაც ტვინი იყოს უკვე შეუქვცევადად დაზიანებული, მაინც აკვირდებიან და მერე აცხადებენ გარდაცვლილად.

 

ერთადერთი შემთხვევა, როცა იძულებულია სამედიცინო დაწესებულება ვერ შეძლოს გარდაცვალების დამალვა და დროის ,,გაწელვა,, რომ საზოგადოებას მაინც დაანახოს, რომ ყველაფერი გააკეთა, ესაა გულის გაჩერება და პერიფერიული ოქსიგენირების შეუძლებლობა.

 

ასე რომ, სუფთა ქმედითი ფაქტებით და პროცესის განვითარებით ჩანს, რომ არ იყო ანაფილაქსია.” – წერს იაგო ფრანგიშვილი. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X