14:03 | 2020-05-07 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

რა დაემართება მათ, ვინც თმას ანტიბაქტერიული ხსნარით იმუშვებს – ექიმის გაფრთხილება

რა დაემართება მათ, ვინც თმას ანტიბაქტერიული ხსნარით იმუშვებს – ექიმის გაფრთხილება

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მისი თავიდან ასაცილებლად, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ჰიგიენური ნორმების დაცვაა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსისთვის ფიქსაციის საუკეთესო საშუალება ჩვენი თმა არის, რის გამოც გვირჩევენ თმა შეკრული ვატაროთ, უკეთეს შემთხვევაში ქუდი დავიხუროთ.

 

კორონავირუსის და თმის გარშემო არსებულ აქტუალურ კითხვებზე, „პრაიმტაიმს“ კლინიკა „კანის“ ექიმი მაია გარამატოპულო პასუხობს.

 

– რატომ უნდა ვატაროთ პანდემიის პირობებში თმა შეკრული ?

 

– ისევე როგორც ხელსა და ნებისმიერ ზედაპირზე ასევე თმაზე შესაძლებელია ვირუსის მოხვედრა, შესაბამისად შეკრულ თმას ნაკლები შემხებლობა აქვს სახესთან და ზოგადად კანთან, რაც ინფიცირების რისკს ამცირებს.

 

– დღეს, როცა ჰიგიენური ნორმების დაცვა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, ადამიანები ანტიბაქტერიულ ხსნარს ისხამენ როგორც ხელებზე, ასევე თმაზე, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან?

 

– შესაძლებელია ამ ფაქტმა გამოიწვიოს თავის თმიანი ნაწილის კანის გაღიზიანება, სიმშრალე და აქერცვლა, თმის სტრუქტურული ცვლილებები, მტვრევადობა და თმის ცვენა.

 

– მართალია თუ არა რომ თმის შეღებვა კორონავირუსს კლავს?

 

– როგორც ცნობილია, ანტივირუსული მოქმედება ახასიათებს მაღალი სპირტის შემცველობის ხსნარებს, რაც როგორც წესი არ შედის თმის საღებავის შემადგენლობაში, ამასთანავე არ არსებობს სამედიცინო კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად შეიძლება ითქვამს, რომ ეს ფაქტი რეალობას არ შეესაბამება.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X