
„რა დაგიშავა ამ ქვეყანამ?!” – ამ კითხვით მიმართავს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე პრემიერ გიორგი გახარიას.
ჭიჭინაძის თქმით, როდესაც გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენი იყო, ბიზნესისთვის არაფერი გაუკეთებია და არავისთვის არაფერი დაუბრუნებიათ.
„შს მინისტრი გახდა და კინაღამ არაერთხელ „აგვაფეთქა“ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მოვლენებიდან დაწყებული, პანკისის მოვლენებით გაგრძელებული.
პრემიერად დანიშვნის დღეს კი, საბაჟო ტერმინალიდან მოპარულ ტრაქტორზე მივაწოდე ინფორმაცია პარლამენტის ტრიბუნიდან და ისიც კი ვერ იპოვეს დღემდე!“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, 21 მაისს ფაქტობრივად პარლამენტის კაპიტულაცია მოხდა.
„პარლამენტმა პრაქტიკულად ყველა უფლება-მოვალეობა მთავრობას გადააბარა. ზღუდავენ პიროვნების თავისუფლებას, გადაადგილების თავისუფლებას და კერძო საკუთრებას” -განაცხადა ჭიჭინაძემ.























