15:26 | 2020-11-06 ავტორი: Prime Time

რა დამატებითი ძალის ჩართვას აპირებს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველად, გაზრდილი ეპიდვითარების გამო

რა დამატებითი ძალის ჩართვას აპირებს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველად, გაზრდილი ეპიდვითარების გამო

| ეპიდვითარება [6/11/2020]

 

 

“დღეს, კორონავირუსის გავცელების ისტორიის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი გვაქვს”

 

– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

 

მონაცემები ასეთია:

 

  • ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

  • აღსანიშნავია, რომ გამყრელიძის მონაცემებით, ახლადგამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების 74% სიმპტომიანი პაციენტია.

 

  • საერთოდ ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, 6  ნომებრის მონაცემებით, 51 993-ს შეადგენს.

 

  • კორონავირუსის გამო, ბოლო 24 საათში 22 ადამიანია გარდაცვლილი.

 

 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსის მართვის პროცესში მთავრობა პენსიონერი ექიმების   ჩართვასაც აპირებს. მინისტრი ამბობს, რომ შესაბამისი მზაობა უკვე გამოხატეს პენსიონერმა ექიმებმა.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა. მათი მხრიდანაც გვაქვს გამოხმაურება და ასევე, თავადაც მოვიძიეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია სპეციალური ბაზებით, რომელიც რეგულირების სააგენტოშია და მათი მხრიდან არის მზაობა, შესაბამისად, მათი რესურსი აქტიურად არის გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს კიდევ დამატებითი მობილიზება ყველა იმ  პროფილის ექიმებისა, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა

– თქვა ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

 

 

კოვიდვითარების გაუარესების გამო, მთავრობა პროცესში სტომატოლოგების ჩართვასაც განიხილავს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძე ამბობს, რომ სტომატოლოგებს შესაბამისი განათლება აქვთ და შეიძლება, მიიღონ მათ მონაწილეობა კორონავირუსის მართვის პროცესში.

 

ქვეყანაში ბევრი სტომატოლოგია და მათ აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება. ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუტში, კარგად იციან ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და შეუძლიათ ჩაერთონ კორონავირუსის მართვაში.

– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კიდევ ერთი რესურსი, რომელსაც საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე გამოსაყვანად განიხილავს, სტუდენტები არიან. ამირან გამყრელიძის თქმით, საუბარია

მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტებზე, რომელთაც გავლილი აქვთ ძირითადი კლინიკური საგნები და მათი რესურსის შეიძლება გამოყენებული იყოს პაციენტთა მდგომარეობის მართვის პროცესში.

 

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების რესურსის გამოყენების თაობაზე აქამდეც ითქვა. 28 ოქტომბერს ამ იდეის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე შეხვდა სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებსა და სამედიცინო ფაკულტეტების დეკანებს და დაწყებულია გადამზადების სწრაფი კურსი, რათა ისინი მზად იყვნენ საჭიროების შემთხვევაში ეპიდვითარებიბის მართვის პროცესში ჩასართავად.

მალე იქნება მზად სამედიცინო რეზერვი, უფროსკურსელთა ბაზა. ეს იქნება მოკლე, სწრაფი კურსი, რომელშიც შედის როგორც ქოლცენტრში მუშაობა, ასევე კოვიდ-სასტუმროში ან საკარანტინო სივრცეში მუშაობა. ცხადია, უფროსკურსელი სტუდენტები არ ანაცვლებენ ექიმს, ისინი უბრალოდ ეხმარებიან მას. ეს მნიშვნელოვანია მათი ცოდნისთვისაც, და თუ ექიმებს დახმარება დასჭირდათ, დარწმუნებული ვარ, უფროსკურსელები ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ

 

– განაცხადა ჩხენკელმა.

 

შევხვდი სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებსა და სამედიცინო ფაკულტეტების დეკანებს და დავიწყეთ უფროსკურსელების მიერ სწრაფი კურსის გავლის, რათა ისინი მზად იყვნენ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ ჩვენს ექიმებს ეპიდვითარების მართვაში, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. „უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შევხვდი სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებსა და სამედიცინო ფაკულტეტების დეკანებს და დავიწყეთ უფროსკურსელების მიერ სწრაფი კურსის გავლის, რათა ისინი მზად იყვნენ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ ჩვენს ექიმებს ეპიდვითარების მართვაში. შესაბამისად,

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვაში შესაძლოა, სტომატოლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სტომატოლოგებს შესაბამისი განათლება აქვთ და შეიძლება მიიღონ მონაწილეობა კორონავირუსის მართვის პროცესში.

ავტორი: Prime Time

X