10:57 | 2020-08-07 ავტორი: Prime Time

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ სახელმწიფო დახმარების მისაღებად – რეგისტრაცია 15 აგვისტოდან იწყება

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ სახელმწიფო დახმარების მისაღებად – რეგისტრაცია 15 აგვისტოდან იწყება

18 წლამდე პირებისა და თვითდასაქმებულებისთვის სახელმწიფო დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება.

 

ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნება სპეციალური ვებ-პორტალი.

 

წინასწარი ინფორმაციით, პორტალზე 18 წლამდე პირებს დახმარების მისაღებად დაბადების მოწმობის ატვირთვა დასჭირდებათ.

 

ასევე, როგორც ცნობილია არასრულწლოვნების დახმარების მისაღებად, მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაც იქნება საჭირო.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრამდე ყველა 18 წლამდე ბავშვი 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს, ხოლო ის თვითდასაქმებულები, რომლებმაც დახმარების მიღება ვერ შეძლეს, ამას გაამრტივებულად შეძლებენ.

 

4 სახის დახმარება, რომლის შესახებ დღეს გახდა ცნობილი - ნახეთ, გეხებათ თუ არა შეღავათები
2020-08-064 სახის დახმარება, რომლის შესახებ დღეს გახდა ცნობილი - ნახეთ, გეხებათ თუ არა შეღავათები
ავტორი: Prime Time

X