23:30 | 2021-01-23 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რა დროს არ არის რეკომენდირებული ნაჭრის პირბადის ტარება – ჯანმოს რეკომენდაცია

რა დროს არ არის რეკომენდირებული ნაჭრის პირბადის ტარება – ჯანმოს რეკომენდაცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ნაჭრის პირბადეების გამოყენებაზე ნებართვა გასცა, რადგან ახალი შტამები იმავე გზით გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა ავრცელებს.

 

გერმანიასა და ავსტრიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში სავალდებულოა სამედიცინო ნიღბები ტარება, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაშვებია მხოლოდ ქირურგიულ ან FFP2 პირბადის გამოყენება და არა ქსოვილის. ეს გადაწყვეტილება სწორედ სწრაფად გავრცელებადი ახალი ვირუსული შტამების გამო იქნა მიღებული.

 

ჯანმოს რეკომენდაციით „ 60 წლამდე ასაკის პირებს, თუ მათ არ აქვთ ქრონიკული დაავადებები, შეუძლიათ არა სამედიცინო, არამედ ქსოვილის პირბადის გამოყენება“ – აღნიშნულია ჯანმოს რეკომენდაციებში.

 

ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევით, აუცილებელია მედიცინის მუშაკებმა კლინიკურ პირობებში მხოლოდ სამედიცინო პირბადე გამოიყენონ; ასევე სამედიცინო ნიღბის ტარება რეკომენდირებულია მათთვის, ვინც თავს ცუდად გრძნობს ან Covid-19 ტესტის შედეგებს ელოდება, ან ინფიცირებულია, 60 წელს გადაცილებულია, ან კიდევ მძიმე ქრონიკული დაავადება აღენიშნება.

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X