
საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას დღეს საგანგებო რეჟიმში არაერთი ქალი პატრულ-ინსპექტორი იცავს.
ახლა მათი პასუხისმგებლობა არა მარტო COVID-19 -ზე, არამედ ოჯახში ძალადობაზე რეაგირების კუთხითაც განსაკუთრებით დიდია.
პატრულ-ინსპექტორი სალომე გოგოძე ქალებს მიმართავს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან.
„ახლა ადამიანები, მათ შორის მოძალადეებიც, ძირითადად სახლში არიან, ამიტომ მინდა, ქალებს მოვუწოდო: რა დროც არ უნდა იყოს, მეც და ჩემი კოლეგებიც მათ დასახმარებლად მზად ვართ.
დარეკონ 112-ზე, შეგვატყობინონ და კომენდანტის საათის განმავლობაშიც ჩვენი ეკიპაჟები, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლს უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ“.






















