15:36 | 2021-06-14 ავტორი: Prime Time

Area.ge-ის უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა – რა სერვისებს გვთავაზობს Area

Area.ge-ის უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა – რა სერვისებს გვთავაზობს Area

Area.ge-ის უძრავი ქონების თანამედროვე პლაფორმა

 

XXI საუკუნემ და ინტერნეტიზაციამ ბიზნესების გაციფრულებაში დიდი როლი ითამაშა. პრინციპში თანამედროვე სამყაროში სხვაგვარად წარმოუდგენელიც იქნებოდა – აუწყო ფეხი დღევანდელობას – ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი გასაღებია. ტრენდს არ ჩამორჩა უძრავი ქონების ბიზნესიც.

 

თანამედროვე პლატფორმა Area.ge –  პირველი იყო, ვინც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა – ყიდვა, გაყიდვა, ქირაობა, გირავნობა  ციფრულ სივრცეში გადაიტანა და პრემიუმ სერვისების შეთავაზებით უწევს დახმარებას როგორც ქონების მაძიებელს, ისე გაყიდვით დაინტერესებულ პირს, რომ ნებისმიერი ტიპის გარიგება დროულად და წამატებით დაასრულოს.

 

რა სერვისებს გვთავაზობს Area?

 

უძრავი ქონების შერჩევა  არეაზე ყველაზე მოსახერხებელი და ხელსაყრელია. რატომ? იმიტომ რომ დეველოპერული სექტორი, თუ უბრალოდ ქონების გაყიდვით დაინტერესებული პირები ინფორმაციას გასაყიდი თუ გასაქირავებელი ქონების შესახებ პირველ რიგში არეაზე ათავსებენ, შედეგად, უძრავი ქონების პლატფორმაზე ყველაზე მეტ განცხადებას შეხვდებით.

 

თუ ბინის ქირაობა – გაქირავებით ხართ დაინტერესებული, არეა ამ მხრივაც ძალიან ეფექტურია. საძიებო ველში მონიშნავთ თქვენთვის სასურველ გარიგებს ტიპს, ამ შემთხვევაში „ქირავდება“-ს, მიუთითებთ უბანს ან იმ ტერიტორიას რომლის მახლობლადაც გსურთ ქირაობა, ასევე ფასს, ოთახების რაოდენობას  და არეა სწორედ იმ განცხადებებს შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენ კრიტერიუმებს შეესაბამება. ანალოგიური ტექნიკითაა შესაძლებელია მიწის ნაკვეთების თუ კომერციული ფართების მოძიება.

 

არეას უპირატესობა ქონების ზუსტი აღწერა გახლავთ. თითოეულ განცხადებას თან ახლავს დაზუსტებული ინფორმაცია და რეალური ფოტოები, რაც იძლევა საშუალებას, შეაფასოთ ონლაინ კონკრეტული ქონება და შემდეგ მიიღოთ ლაივში ნახვის გადაწყვეტილება.

 

თუ კარგი ხარისხის, ნათელი, რეალური ფოტომასალით გსურთ განცხადების წარმოჩენა არეაზე, შეგიძლიათ ისარგებლოთ არეას პრემიუმ სერვისით „ქონების ვიზუალიზაცია“.

 

გარიგების სწრაფად დასრულებისთვის კი არეა გთავაზობთ რეკლამას სოციალურ მედიაში, რაც გულისხმობს თქვენი განცხადების სწორედ იმ მომხმარებლებისთვის წარდგენას, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი მსგავსი პარამეტრებისა და მახასიათებლების უძრავი ქონებით.

 

იპოთეკური სესხის მოთხოვნა დისტანციურად

 

თუ ოცნების ბინის შესაძენად თანხა არ გყოფნით, არეას იმედი ამ შემთხვევაშიც უნდა გქონდეთ.  პლატფორმაზე წარმოდგენილ ყველა განცხადებას ჩაშენებული აქვს იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი, რომელიც გაწვდით ინფორმაციას, თანამონაწილეობის, სესხის ხანგრძლივობის, ყოველთვიური გადასახადის და საპროცენტო განაკვეთის შესახებ. თუ ეს მონაცემები თქვენთვის მისაღებია იქნება, შეგიძლიათ სესხი ონლაინ არეადან მოითხოვოთ, რისთვისაც მხოლოდ  პირადი მონაცემების შევსებაა საჭირო. მოთხოვნის გაგზავნიდან რამდენიმე დღეში დაგიკავშირდებათ ბანკის წარმომადგენელი და გააგრძელებს სესხის დამტკიცების პროცედურას.

 

ასე, მარტივად და კომფორტულად შეგიძლიათ მოითხოვოთ იპოთეკური სესხი დისტანციურად და  შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ბინა Area.ge-ს მეგზურობით.

ავტორი: Prime Time

X