19:12 | 2020-12-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა ეღირება კორონავირუსის ვაქცინა – კომპანია ვაქცინის წარმოების გაზრდას გეგმავს

რა ეღირება კორონავირუსის ვაქცინა – კომპანია ვაქცინის წარმოების გაზრდას გეგმავს

გერმანული კომპანია BioNTech და მისი ამერიკელი პარტნიორი Pfizer კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას გაზრდიან. ამის შესახებ bpn წერს.

 

აღნიშნული ვაქცინის აშშ-ში გამოყენების ნებართვის გაცემაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია. ამის შესახებ BioNTech-ის დირექტორმა უგურ შაჰინმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა.

 

„ჩვენ უნდა გადავჭრათ წარმოების პრობლემა. ცხადია, გვჭირდება მეტი დოზა. ვმუშაობთ საკითხზე – როგორ გავზარდოთ ეს დოზები“ – განაცხადა მან.

 

პაატა იმნაძე - 24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება
2020-12-13პაატა იმნაძე - 24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება

 

BioNTech და Pfizer-მა მანამდე განაცხადეს, რომ აპირებდნენ 2021 წელს 1,3 მილიარდი დოზა ვაქცინის წარმოებას. როგორც შაჰინმა განმარტა, კომპანიები მუშაობენ, რომ ეს მოცულობა გაიზარდოს.

 

„ახლა ვერ გეტყვით, შესაძლებელია თუ არა ეს და რამდენად შეგვიძლია გაზრდა, თუმცა ვცდილობთ ეს ზრდა იყოს მნიშვნელოვანი“ – განაცხადა შაჰინმა.

 

შაჰინის განცხადებითვე, ვაქცინა ნებადართული იქნება ევროკავშირის ქვეყნებში უკვე ამ წლის ბოლომდე. მისი აზრით, ევროპის ქვეყნებში მათი პრეპარატის გავრცელება მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყება.

 

BioNTech-სა და Pfizer-ის ვაქცინა მოითხოვს მისი ორი დოზის გამოყენებას. შაჰინის თქმით, კომპანია მუშაობს იმაზე, რომ ეს დოზირება შემცირდეს ისე, რომ მხოლოდ ერთხელ ვაქცინირება გახდეს საკმარისი. ცნობისთვის, Pfizer-ის ვაქცინის სავარაუდო ფასი – 19,5 დოლარია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X