
რა ეღირება თბილისის მიმართულებით ავტობუსებით მგზავრობა.
ამ კითხვაზე თბილისის მერი კახა კალაძე „ინფო რუსთავთან“ საუბრობს, რომ ავტობუსით მგზავრობის ტარიფი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც არის თბილისში გადაადგილებისას. 50 თეთრი .
მისი თქმით, ამ მარშრუტზე საშეღავათო ფასით სტუდენტები ისევ ისარგებლებენ, ანუ მათ 20 თეთრად მოუწევთ მგზავრობა.
თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მგზავრებს 60-მდე ავტობუსი მოემსახურება და მათი მოძრაობის ინტერვალი 10 წუთი იქნება.























