14:24 | 2020-05-26 ავტორი: თამთა თორდია

რა ეღირება თბილისში ტრანსპორტით გადაადგილება – კალაძის განმარტება 

რა ეღირება თბილისში ტრანსპორტით გადაადგილება – კალაძის განმარტება 

რა ეღირება თბილისში ავტობუსებით მგზავრობა. ამ კითხვაზე თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ავტობუსით მგზავრობას ფასი არ მოემატება და ისევ 50 თეთრი ეღირება.

რა ეღირება თბილისის მიმართულებით ავტობუსით მგზავრობა
2020-05-26რა ეღირება თბილისის მიმართულებით ავტობუსით მგზავრობა

 

მან ასევე „ინფო რუსთავთან“ ისაუბრა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობაზე.

 

„ავტობუსით მგზავრობის ტარიფი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც არის თბილისში გადაადგილებისას. 50 თეთრი“.

 

კალაძის თქმით, ამ მარშრუტზე საშეღავათო ფასით სტუდენტები ისევ ისარგებლებენ, ანუ მათ 20 თეთრად მოუწევთ მგზავრობა.

 

თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მგზავრებს 60-მდე ავტობუსი მოემსახურება და მათი მოძრაობის ინტერვალი 10 წუთი იქნება.

 

ავტორი: თამთა თორდია

X