
განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განამრტებით, ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე.
როგორც იგი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება ყველა სასწავლო დაწესებულებას ეხება.
„თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, გორის, ზუგდიდისა და ფოთის გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი დაიწყება საკლასო ოთახებში და ასევე აუდიტორიებში. განათლების სამინისტრო მზადაა სასწავლო პროცესი დაიწყოს როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურად.
კორონავირუსის პანდემიის გამო, განათლების სამინისტრომ ზაფხულში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მომხდარიყო დისტანციური სწავლების განვითარება და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სისტემა მზად არის იმისთვის, რომ როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურად წარმართოს სასწავლო პროცესი“,- განაცხადა ეკა დგებუაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დიდ ქალაქში სწავლის დაწყების თარიღი შეიცვალა. სწავლა 1 ოქტომბრმდე გადაიდო, მანამდე კი, 15 სექტემბრიდან სწავლა დსიტანციურად დაიწყება.
შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 87 შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1917-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1354 ადამიანი.























