19:18 | 2021-05-21 ავტორი: თამარ გონგაძე

რა ერთობლივი საქმე წამოიწყეს ლევან წულაძემ და თემურ უგულავამ?

რა ერთობლივი საქმე წამოიწყეს ლევან წულაძემ და თემურ უგულავამ?

ლევან წულაძემ, ჭოლამ, პანდემიის პერიოდი რეპეტიციებში გალია. ამდენად, მაესტრო უმოქმედობასა და თეატრის დეფიციტს, არ შეუწუხებია.

 

“ლევანი ყველაფერში მისაბაძი ადამიანია. რეპეტიციას არ წყვეტდა. ცხრა თვე ნელა მუშაობდა დოსტოევსკიზე. ხან ვიღაც გაუხდებოდა ავად, ხან ჩუმად შეიპარებოდნენ სარეპეტიციოში. ნელა-ნელა ისე გაზომა დრო, თეატრებიც გაიხსნა და ითამაშეს პრემიერა. ამიტომ მას არ გაჭირვებია, მე გამიჭირდა” – ამბობს რეჟისორის მეუღლე, მანანა კოზაკოვა.

 

ახალი სეზონი, წარმოდგენებს მოწყურებული მაყურებლისთვის, მარჯანიშვილის თეატრმა წულაძის სპექტაკლებით – ტოლსტოის “კრეიცერის სონატით” და დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელი”-თ გახსნა. როგორც კოზაკოვა ამბობს, რეჟისორმა ახალი ფორმა მონახა და ძალიან გაერთო ტექნოლოგიებით.

 

“სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე ჩანს სიტუაციურად ის გარემო, რაშიც ვთამაშობთ. ასე ვთქვათ, დეკორაცია ჩაანაცვლა, რაც მსახიობებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. როგორც კოსტიუმი, ისევე მოქმედებს ეს ცვალებადი გარემოც. მუსიკასთან და გარემოს ცვლილებასთან ერთად, იცვლება ჩვენი, მსახიობების განწყობაც.”

 

როგორც ქალბატონი მანანა “პრაიმტაიმთან” ამბობს, ჭოლა ახალი სპექტაკლის დადგმას ახალ სივრცეში გეგმავს.

 

მანანა კოზაკოვა: – ახლა ახალი სპექტაკლის დადგმა სურს, ოღონდ გარე სივრცისთვის, რომ ხალხს გვერდიგვერდ ჯდომის არ ეშინოდეს. თამბაქოს ქარხნის ტერიტორიაზე თემურ უგულავს აქვს ერთი “მიგდებული” შენობა. და ლევანი და თემური ერთობლივად ახალ სივრცეს აკეთებენ. ამ ახალი სივრცისთვის დგამს “ფიგაროს ქორწინებას”, სადაც მე მარსელინას როლი მაქვს. კარგი როლია. ქალთა უფლებებზეც აქვს მონოლოგი.

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: ⇓

 

„ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება სოციალურ ქსელზე იყო დამოკიდებული“ – რატომ არ აქვს ჭოლას მობილური ტელეფონი

ავტორი: თამარ გონგაძე

X