14:22 | 2020-04-08 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რა ფასად გაიყიდება საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი პირბადე

რა ფასად გაიყიდება საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი პირბადე

საქართველოში წარმოებული პირბადეები 50 თეთრად გაიყიდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 400 000 პირბადე უკვე აწარმოეს საქართველოში და მისი შეძენა სააფთიაქო ქსელებში იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, ქვეყანაში წარმოებულ პირბადეებთან ერთად ბაზარზე იმპორტირებული პირბადეებიც გაიყიდება.

 

„ეს იქნება სწორედ ის პირბადეები, რომლებიც პროგრამა აწარმოე საქართველოს ფარგლებში იწარმოება და 50 თეთრად იქნება ხელმისაწვდომი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ პირბადეების წარმოება ჯდება 1 ლარზე მეტი, გვინდა რომ რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  ქსელებში, აფთიაქებში ადამიანებისთვის პირბადეები გაიყიდება 50 თეთრად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ბრძოლა პირბადეებისთვის – ქვეყნები ერთმანეთის სამედიცინო ტვირთს იტაცებენ

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X