
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, იმ ეზოში, სადაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა, ორი საცხოვრებელი სახლი მოსახლეობისგან სრულად არის დაცლილი, ჯამში სასტუმროში გადაყვანილია 100-მდე ოჯახი.
მოსახლეობის ევაკუაცია პრევენციის მიზნით, ექსპერტების რჩევის საფუძველზე განხორციელდა, მიზეზი კი ამავე კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გახდა.
„გვითხრეს, რომ ევაკუაციის გადაწყვეტილება მიღებულია ექსპერტების წინასწარი დასკვნის საფუძველზე, ვინაიდან პირველ სადარბაზოში კომერციული ფართის მშენებლობის დროს არასწორი სამუშაოები ჩატარდა.
ოჯახები სასტუმროში არიან გადაყვანილი და ელოდებიან შემდგომ რეაგირებას“, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ქეთი პაპავა.
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები























