23:12 | 2021-10-04 ავტორი: Prime Time

რა გახდა Facebook-ის გლობალური გათიშვის მიზეზი

რა გახდა Facebook-ის გლობალური გათიშვის მიზეზი

კომპანია Facebook-ი სოციალურ ქსელებზე არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ინტერპოლით ძებნილები, რომლებიც ჯერ არ დაუკავებიათ - ჩამონათვალი
2021-10-04ინტერპოლით ძებნილები, რომლებიც ჯერ არ დაუკავებიათ - ჩამონათვალი

 

„ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს ჩვენს აპებსა და პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვს. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც Facebook-ი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ავრცელებს.

 

შეფერხების გამომწვევი კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით არ ზუსტდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპაინის აქციების ფასი ელვის სისწრაფით დაეცა და “ფეისბუქმა“ ძალიან დიდი ზარალი უკვე განიცადა. 

 

Facebook, Instagram და WhatsApp რამდენიმე საათია გათიშულია. როგორც ცნობილია, სამივე აპლიკაციას სწორედ Facebook-ი ფლობს.Downdetector-ი, საიტი, რომელიც თვალყურს ადევნებს ვებსაიტსა და სერვისებს, იუწყება, რომ აღნიშნული სოციალური ქსელები მომხმარებლებისთვის მთელს მსოფლიოშია გათიშული.

ავტორი: Prime Time

X