
საქართველოში შიდა ტურიზმი ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. თუმცა, ტუროპერატორებსა და გიდებს გარკველი რეგულაციებისა და წესების დაცვა მოუწევს. პანდემიით გამოწვეულ რეგულაციებს გიდები და ტუროპერატორები არაერთგვაროვნად შეხვდნენ.
რა მოლოდინები აქვთ და რა პრობლემები შეიძლება იყოს პანდემიის პარალელურად შიდა ტურიზმზე „საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ თავმჯდომარეს ლაშა ბერეკაშვილი გვესაუბრა.
– რამდენად პოპულარულია შიდა ტურიზმი საქართველოში და პანდემიის პირობებში რა მოლოდინები გაქვთ?
– საქართველოში შიდა ტურიზმი საკმაოდ პოპულარულია და ყოველთვის დიდი აქტივობით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით ქუთაისიდან და იმერეთიდან აქტიურობდნენ.
მოლოდინები არცთუ ისე დიდი გვაქვს, გამომდინარე იქედან, რომ შემოსავლების კუთხით, შიდა ტურიზმი ვერ ჩაანაცვლებს საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯებს, შესაბამისად, სასტუმროების, გიდების და ტრანსპორტის დიდი ნაწილი კვლავ დაუსაქმებელი იქნება.
ძალიან ბევრი რეგულაციაა, რომლებიც გადაულახავ პრობლემად იქცა. გვეუბნებიან, რომ ტურისტულ ტრანსპორტში რამდენი ადგილიცაა, იმის ნახევარი უნდა იყოს ადამიანი, ეს აძვირებს მომსახურებას, პრობლემაა მძღოლის სივრცის იზოლირება, შუძლებელია ასეთ პირობებში რამდენიმე საათი იმგზავროს მძღოლმა.
ასევე, თერმოსკრინიგი, რომელიც არის სპეციალისტის საწარმოებელი პროცესი. გარდა ამისა, არ ვიცით როგორი მზაობა ექნება სასტუმროებს ტურისტების მისაღებად და ასე შემდეგ. არის უამრავი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ყველა ამ შეზღუდვას მოყვება ჯარიმები და ნამდვილად არ გვინდა ჩვენი გიდები დაჯარიმდნენ.
– რა გეგმები გაქვთ?
– ახალი რეგულაციებია , ტურისტულ ტრანსპორტში მგზავრთა ნახევარია მხოლოდ დასაშვები. ასევე, გიდმა და მძღოლმა უნდა აწარმოოს თერმოსკრინინგი. დეზიფინცირება ყოველ 2 საათში ერთხელ და სხვა დამატებითი ბარიერები. რაც დამატებითი ბარიერებს ქმნის და აძვირებს შიდა ტურიზმისთვის განკუთვნილ ხარჯებს.
ჩვენ დღეს დაგეგმილი სხვადახვა აქტივობა გადავიტანეთ ივლისის დასაწყისამდე, გამომდინარე შექმნილი გაურკვეველი პრობლემებისა და რეგულაციებისა.
ვგეგმავთ ქუთაისიდან რამოდენიმე მიმართულებაზე საინტერესო მარშუტების გაკეთებას, ვაპირებთ, ჩავრთოთ გიდები და მძღოლები. ასევე, საოჯახო მარნები და სასტუმროები.
























