16:54 | 2021-08-12 ავტორი: Prime Time

რა გავიგეთ NDI-ის კვლევიდან და როგორ აფასებენ შედეგებს პოლიტიკოსები

რა გავიგეთ NDI-ის კვლევიდან და როგორ აფასებენ  შედეგებს პოლიტიკოსები

2021 წლის თვითმართველობის არჩევნებამდე ორი თვეა. თბილისი მერს მეოთხედ ირჩევს. პოლიტიკოსების თქმით, ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი, დაინიშნება თუ არა საპარლამენტო არჩევნები.

 

ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ 3 პროცენტიც რომ აიღოს, ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება.

 

წლებია, თბილისის მერი ყოველთვის მმართველი პარტიის წარმომადგენელია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წაგება კი მმართველი პარტიისთვის ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულს მოასწავებს. რას მოგვიტანს მოახლოებული არჩევნები ამას მალე ვნახავთ, თუმცა, უკვე მეორე კვლევაა, სადაც ცალსახა უპირატესობით, სწორედ მმართველი პარტიის წარმომადგენელი მერი, კახა კალაძე ლიდერობს.

 

მაგალითად დღეს გამოქვეყნდა NDI-ის კვლევა, რომელსაც პოლიტიკოსების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო.

 

აი რა გავიგეთ დღეს NDI-ის კვლევიდან და როგორ აფასებენ მას პოლიტიკოსები

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, როგორც ჩანს, არასასურველი შედეგი იყო „ნაცებისთვის“, რომ ასეთი გაუგებარი კვლევა გამოაქვეყნეს

 

“ჩვენ ყველამ ვიცით, რომ “NDI”-ს კვლევისთვის საველე სამუშაოებს “CRRC” აკეთებს. როგორც ჩანს, იმდენად ჩვენთვის, ზოგადად საზოგადოებისათვის სასურველი და „ნაცებისთვის“ არასასურველი შედეგი იყო, რომ ასეთი გაუგებარი კვლევა გამოაქვეყნეს, დასკვნას ვერ გამოიტანს ნორმალურად ადამიანი.

 

 

“ნაციონალური მოძრაობის„ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, კვლევის სჯერა, თუმცა მოსახლეობის ნახევარზე მეტი კითხვებს არ პასუხობს, რის გამოც არჩევნების შედეგების განსაზღვრა რთულია.

 

“კვლევას ვენდობით, მაგრამ როდესაც მოქალაქეების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ის არ გასცემს პასუხს, ვინაიდან ეს სატელეფონო კვლევაა და ის რაღაცით დაისჯება, თუ ოპოზიციას დაასახელებს, ამ სპეციფიკიდან გამომდინარე არჩევნების შედეგების განსაზღვრა იქნება ძალიან ძნელი,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

კვლევას არ ენდობა “გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია. მისი თქმით, მოსახლეობის პოლიტიკური აზრის და განწყობის გასარკვევად გამოკითხულთა ეს რაოდენობა არ არის საკმარისი.

 

“70% უარს ამბობს გამოკითხვაში მონაწილეობაზე. 18 % ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მომხრეა, 6% “ნაციონალური მოძრაობის”, ანუ როგორ შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ, რომ ასეთი ტიპის კვლევიდან დასკვნების გაკეთება შეგვიძლია, როცა ასეთი მოცემულობა გვაქვს, პოლიტიკური აზრის და განწყობის გასარკვევად არაა ეს კვლევა, სხვა რამე შეიძლება უფრო დავინახოთ ამ კვლევიდან ვიდრე პოლიტიკური ნაწილი,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

მმართველი პარტიიდან, დავით სერგეენკო ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს იგივე შეხედულებები და დამოკიდებულება აქვს, რასაც პრემიერ-მინისტრი ახმიანებს.

 

„პოლიტიკური განცხადებების საფუძველი და მოტივაცია სხვადასხვა შეიძლება იყოს. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ამომრჩეველთა სურვილის გახმოვანება, გადმოცემა“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

“ლელო-საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით,ადამიანები არჩევნებამდე ჩამოყალიბდება და მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერენ მხარს.

 

“მე მგონია, რომ ქართული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით ამომრჩეველი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოყალიბდება დარწმუნებული ვარ და გააკეთებს სწორ არჩევანს,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

პარტია, “საქართველოსთვის“ ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, მხარდაჭერასა და ამ მხარდაჭერის ხარისხს მოსახლეობასთან შეხვედრებით განსაზღვრავენ.

გამოკითხულთა 35 პროცენტი ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა - NDI
2021-08-12გამოკითხულთა 35 პროცენტი ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა - NDI

 

“ჩვენ მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერის ხარისხს განვსაზღვრავთ მოსახლეობასთან შეხვედრებით და იმ განწყობებით რაც ჩვენი პარტიის და პირველ რიგში ჩვენი ლიდერის მისამართით მოდის და დარწმუნებული ვარ ეს შემდგომ კვლევებში ძალიან საგრძნობი იქნება,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი კვლევა არის ის დამოკიდებულება, რასაც თბილისის მოსახლეობისგან იღებს.

 

„ჩემთვის ყველაზე დიდი კვლევა არის თბილისელების დამოკიდებულება ჩემს მიმართ, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობ. ამას ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

არ მგონია, გამოქვეყნებული კვლევის შედეგები პირდაპირ კონვერტირებადი იყოს არჩევნებში მოსალოდნელ შედეგებთან, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ NDI-ის კვლევა.

 

მისი თქმით, წარმოუდგენელია მოცემულობა, რომ არჩევნებში ის 51% არ აისახოს.

 

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მოსახლეობის მხოლოდ 30%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

NDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მერის საქმიანობას გამოკითხულთა 39 პროცენტი დადებითად აფასებს
2021-08-12NDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მერის საქმიანობას გამოკითხულთა 39 პროცენტი დადებითად აფასებს

 

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 51%-მა არც ერთი პარტია არ დაასახელა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 18%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 6%-მა. გამოკითხულთა 6%-მა სხვა პარტიები დაასახელეს. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10%-მა არ იცის, ხოლო 9%-მა კითხვაზე პასუხი არ გასცა.

 

ცნობისთვის, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 51-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთი პარტია. გამოკითხულთა 30-მა პროცენტმა კონკრეტული პარტია დაასახელა, 19-მა პროცენტმა კი აღნიშნა, რომ არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე.

 

მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართული ოცნება“ დაასახელა გამოკითხულთა 18-მა პროცენტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ექვსმა პროცენტმა, ასევე ექვსმა პროცენტმა დაასახელა სხვა პარტიები. 10-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ იცის. პასუხზე უარი განაცხადა ცხრა პროცენტმა.

ავტორი: Prime Time

X