
დროთა განმავლობაში რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებთ კორონავირუსის პანდემიაზე, უფრო ცხადი ხდება რატომ აქვს ზოგ პაციენტს ვირუსის მსუბუქი, ზოგს კი მძიმე სიმპტომები. ასევე, რატომ არსებობენ უსიმპტომო პაციენტები.
ჯანდაცვის ექსპერტი, კარენ ოიოკი ხსნის ვირუსის შესახებ ინფორმაციის აღმოჩენის რა ეტაპზე არიან ახლა მეცნიერები:
გლუკოზის დონეს სისხლში შეუძლია წინასწარ განსაზღვროს სიკვდილის ალბათობა:
სისხლის გლუკოზა (ძირითადი კომპონენტი) გავლენას ახდენს ორგანიზმის COVID-19-ის საპასუხო იმუნურ რეაქციაზე;
კერძოდ, კვლევის მიხედვით, რომელიც უჰანში (ჩინეთი) ჩატარდა, პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც სისხლში გლუკოზის მაღალი დონე აღენიშნებოდათ, მძიმე იყო. ვირუსით მათი გარდაცვალების ალბათობა მაღალი იყო.
როგორ მოქმედებს სისხლში გლუკოზის დონე ორგანიზმის COVID-19-ის საპასუხო იმუნურ რეაქციაზე?
სისხლში გლუკოზის მუდმივად მაღალი დონე ქრონიკულ ანთებას იწვევს.
ასევე, გლუკოზის მაღალი დონე დაკავშირებულია „გარე კონტროლის ზედმეტ რეაქტიულ იმუნური პასუხთან“ ე.წ. ციტოკინის ქარიშხალთან, რომელიც ხშირად სიკვდილით მთავრდება.
ეთნიკური უმცირესობები ვირუსით ინფიცირების რისკ-ჯგუფში შედიან:
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ აფრიკელი ამერიკელები და სამხრეთ აზიელები ახალი კორონავირუსით გარდაცვალების რისკ-ჯგუფში შედიან.
ამის შესაძლო მიზეზებს შორის არის მათი ეთნიკური განსხვავებები და ასევე ის, თუ როგორ ახდენს მათი ორგანიზმი გლუკოზის მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლა – ქიმიური რეაქციების ერთობლიობა, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში ).
მაგალითად, აფრიკელი ამერიკელების 60%-ს დიაბეტი აქვს.
ვირუსით ინფიცირების რისკები ჭარბწონიანი, ჯანსაღი წონის მქონეთათვის და ახალგაზრდებისთვის:
მაშინაც კი, თუ ადამიანი არის ახალგაზრდა, ჯანმრთელი, მაგრამ აქვს ჭარბი წონა, მაღალი რისკი არსებობს იმის, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, მას რთული სიმპტომები ექნება.
თუმცა, კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ჯანსაღი წონის მქონე ადამიანებსაც კი ხშირად სუსტი იმუნური რეაქცია აქვთ, რაც მათი კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის.
იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებსაც გულსისხლძარღვთა დაავადებები აქვთ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში რთულდება. ისინი ვირუსის მძიმე სიმპტომებით ხასიათდებიან.
დაიცავით დიეტა, რათა ანთების რისკი შეამციროთ და ორგანიზმის იმუნური რეაქცია გააუმჯობესოთ:
სისხლში გლუკოზის დონე ჭამის შემდეგ იცვლება. თითოეული ადამიანის ორგანიზმი საკვების მიღების შემდეგ სხვადასხვანაირად რეაგირებს (იდენტური ტყუპებისაც კი, რომლებიც გენის 100%-ს იზიარებენ).
მკვლევარების განმარტებით, სწორედ ამიტომაა, რომ თითოეული ადამიანის ორგანიზმი COVID-19-ზე სხვადასხვანაირად რეაგირებს.
მოერიდეთ შემდეგ საკვებს:
გაჯერებული ცხიმები (ცხოველური ცხიმები და ტროპიკული ზეთები);
ხშირად ივარჯიშეთ;
ვარჯიშს შეუძლია სისხლში გლუკოზის დონე შეამციროს, რადგან კუნთებს მუშაობისთვის გლუკოზა სჭირდება.
ვარჯიში ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. შედეგად სისხლის თეთრი უჯერედები და ანტისხეულები უფრო სწრაფად მოქმედებენ და მიკრობების აღმოჩენას დასაწყისშივე ახერხებენ.
ამასთანავე, ვარჯიში სხულის ტემპარატურას ზრდის, რაც მიკრობებს ანადგურებს.























