12:21 | 2020-11-04 ავტორი: Prime Time

რა ღირს 1 ამომრჩევლის ხმა საქართველოში და რამდენ ლარს მიიღებენ პარტიები ბიუჯეტიდან, თითოეული ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმის სანაცვლოდ

რა ღირს 1 ამომრჩევლის ხმა საქართველოში და რამდენ ლარს მიიღებენ პარტიები ბიუჯეტიდან, თითოეული ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმის სანაცვლოდ

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არჩევნებში მონაწილე ყველა ოპოზიციური პარტია უნდობლობას უცხადებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშნავს მოითხოვს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, ისინი საპარლამენტო საქმიანობას არ განახორციელებენ.

 

რას ამბობს კანონი ბარიერგადალახული პარტიების დაფინანსების შესახებ 

 

როგორც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონი განმარტავს, პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის მიიღებს 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის.

 

“ქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონი

 

მუხლი 30

 

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის.

 

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო.

 

3. პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის ოდენობით.

 

4. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყოველწლიურად, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ.

 

პარტიას უფლება აქვს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ პარტიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც მას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილობით აცნობებს.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია პარტიის მიერ მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან 5 დღეში აღნიშნული თანხა დააბრუნოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. (ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან)

 

მიიღებენ თუ არა ბარიერგადალახული, თუმცა, საკუთარი ნებით პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას

 

როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილიპრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტავს, დაფინანსების მისაღებად, მთავარია პარტიებთან დაკავშირებით, ორი პირობა შესრულდეს:

 

„კანონის მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსების საკითხი არ არის მიბმული მანდატებზე, ანუ დაფინანსების საკითხი არ არის დამოკიდებული იმაზე, შევა თუ არა პარლამენტში რომელიმე პარტია. კანონით გათვალისწინებულია ორი პირობა იმისთვის, რომ უფლება, რომელიც პოლიტკურ პარტიებს აქვთ, შესრულდეს.

 

 

 

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ქვეყანაში იგივე სცენარი 2008 წელს განვითარდა, როცა შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის გამო, არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

ავტორი: Prime Time

X