
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი.
მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიამ თქმით კი, „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლის შემდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანა იგეგემება.
Bloomberg-ის ბოლო მონაცემების თანახმად, ამ დროისათვის მსოფლიოს 42 ქვეყანაში უკვე 25 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია.
რაც შეეხება მოთხოვნას, Bloomberg-ის მიხედვით, ყველაზე მეტი მოთხოვნა AstraZeneca’s-ს ვაქცინაზეა.
უკვე გაფორმებული 90-ზე მეტი შეთანხმების მიხედვით, კომპანიამ მიმდინარე წელს სხვადასხვა ქვეყნებს 1.48 მილიარდი ვაქცინა უნდა მიაწოდოს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინას ორჯერ აცრა სჭირდება და დაახლოებით 20 დოლარი ღირს. AstraZeneca’s-ს ვაქცინა კი ყველაზე იაფია, რომლის ფასიც 3-4 დოლარს შეადგენს.






















