22:34 | 2021-01-05 ავტორი: თამთა თორდია

რა ღირს და რომელ დიზაინერებს ეკუთვნის კაბები, რომლებიც ცნობილ ქალებს ახალ წელს ეცვათ

რა ღირს და რომელ დიზაინერებს ეკუთვნის კაბები, რომლებიც ცნობილ ქალებს ახალ წელს ეცვათ

მართალია ახალი წელი ამჯერად ისე ხმაურიანად ვერ ავღნიშნეთ, როგორც ეს წარსულში ხდებოდა, თუმცა ყველა ადამიანი შეეცადა ამ დღესასწაულს სახლში, საზეიმო განწყობით და ლამაზი ჩაცმულობით შეხვედროდა.

 

“პრაიმამბებმა” ცნობილი ქალების საახალწლო ჩაცმულობას გადაავლო თვალი. დავინტერესდით რომელ დიზაინერზე შეაჩერეს მათ არჩევანი.

 

ნანუკა გუდავაძე

 

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე ყოველთვის დახვეწილ და ქალური სილუეტის სამოსზე აკეთებს არჩევანს.

 

მის გარდერობში არაერთი ძვირადღირებული ბრენდის სამოსს შეხვდებით და ეს გასაკვირი არც არის, ის ხომ მილიონერის რძალია?

 

ნანუკამ წელს საახალწლოს არჩევანი Marchesa-ს ბრენდზე გააკეთა და ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

ბრენდის ერთ-ერთი დამაარსებელი სკანდალური პროდუსერის ჰარვი ვაუნშტაინის ყოფილი მეუღლეა.

 

2018 წელს კაბა წითელ ხალიჩაზე მოირგო სკარლეტ იოჰანსონმა. Marchesa-ს ყვავილებიანი კაბა, რომელიც ნანუკა გუდავაძეს ფოტოზე აცვია, 2019 წლის შემოდგომის კოლექციიდანაა. თუმცა მისი შეძენა უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია. კაბის სავარაუდო ღირებულება 10 000 ლარია.

 

 

კითხვა განაგრძეთ: primeambebi.ge- ზე

ავტორი: თამთა თორდია

X