15:33 | 2021-10-26 ავტორი: Prime Time

რა გველის ნოემბერში უკვე არსებული საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე

რა გველის ნოემბერში უკვე არსებული საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში დღითიდღე მძიმდება და სპეციალისტები ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ მეტ ზრდას პროგნოზირებენ. COVID-19-თან ერთად საქართველოში ახლა სეზონური გრიპის ვირუსიც ცირკულირებს, რაც მდგომარეობას უფრო ართულებს.

 

ექიმები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ პანდემიისა და ახლა უკვე “ტვინდემიის” სამართავად საქართველოს მხოლოდ რეგულაციების მკაცრი დაცვა და იმუნიზაციის გაფართოება დაეხმარება.

 

რა უნდა გავაკეთოთ შემოდგომით, როდესაც კორონავირუსის გარდა სხვა რესპირატორული ინფექციები აქტიურდება, ამას ალექსანდრე გოგინავა განმარტავს.

 

„ეპიდვითარება საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით ბოლო 10 დღის მონაცემები. შემოდგომით, როდესაც აქტიურდება სხვა რესპირატორული ინფექციები და მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან, რომ დაცული იქნეს რეკომენდაციები როგორიც არის: პირბადის გამოყენება, ასევე ფიზიკური დისტანცირება და თუ გვექნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები როგორიც არის ხველა, ცხელება, ყელის ტკივილი, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებში ყოფნას,” – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავანამ.

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X