17:34 | 2020-10-21 ავტორი: Prime Time

რა იარაღით არის აღჭურვილი ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი – სამხედრო ექსპერტი მძარცველის არსენალსა და სამხედრო გამოცდილებაზე

რა იარაღით არის აღჭურვილი ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი – სამხედრო ექსპერტი მძარცველის არსენალსა და სამხედრო გამოცდილებაზე

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილ მძარცველთან დაკავშირებით პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, მას სამხედრო გამოცდილება აქვს. ექსპერტს ამის თქმის საბაბს ბანკში გადაღებულ იმ ვიდეომასალაზე დაკვირვება აძლევს, რომელშიც თავდამსხმელი ჩანს.  

 

ექსპერტის თქმით, მძარცველი სამხედრო ფორმით არის შემოსული და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი აცვია.

 

„მძარცველს ხელში კალაშნიკოვი უჭირავს – AK-74. როგორც ჩანს, მას აცვია ჯავშან-ჟილეტი, რომელზეც რამდენიმე დამატებითი მჭიდი აქვს. ჟილეტი, შესაძლოა, გამოყენებული იყოს ტყვია-გაუმტარ დამცველად გულ-მკერდის არეში.

რა თქმა უნდა, მას აცვია სამხედრო ფორმა. ჩანს, მას მარჯვენა მკლავზე ჩვენი გერბი უკეთია. როგორც ჩანს, მას საბრძოლო გამოცდილება აქვს, რადგან იარაღი კარგად უჭირავს. ჩანს, რომ მას, სავარაუდოდ, სამხედრო განათლება აქვს მიღებული, ყუმბარის ქონაც მიანიშნებს ამაზე“, – განაცხადა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება უწყებაში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. 

 

ავტორი: ეკა ზარნაძე

ავტორი: Prime Time

X