
რუსთაველის თეატრის მსახიობი თამთა ინაშვილი თეატრში არსებულ მიზოგინურ დამოკიდებულებაზე საუბრობს – მისი თქმით, ქალებზე შეურაცხმყოფელი ტონით ხშირად საუბრობს სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა.
ვიდეო: თამთა ინაშვილი რობერტ სტურუას განცხადებას ეხმიანება
წყარო რუსთავი 2
„რობერტ სტურუა [მიიჩნევს] რატომღაც, ქალი არის საძულველი და მითუმეტეს, ქართველი ქალი, სულ ხუმრობით, წაკბენით, ყოველთვის ისმის…
„რა იყო, ქალო, ფულიანი ქმარი გყავს, ხმას რომ იღებ? ახლა იყავი გმირი ქალი და წადი თეატრიდან“ – ეს დამოკიდებულებაა“, – ამბობს „რუსთავი2-თან“ თამთა ინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში თქვა, რომ ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის დროსაც.






















