12:50 | 2021-09-22 ავტორი: Prime Time

რა იყო ქილაში, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძეს მიუტანა

რა იყო ქილაში, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძეს მიუტანა

„ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატმა, მიხეილ ქუმსიშვილმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატსა და მოქმედ მერს, კახა კალაძეს ქილით უფასო სასადილოების საკვები მიუტანა.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერსდა კონკრეტულად, რა იყო ქილაში და ჩვენ, სწორედ ამ კითხვით მიხეილ ქუმსიშვილს მივმართეთ.

 

„ისნის ერთ-ერთი სასადილოდან მქონდა წამოღებული. ყველიანი მაკარონი იყო. ასევე ნახევარი პური, რომელიც სტუდიაში აღარ მოვიტანე. მენიუ იცვლება, ერთ დღეს შეიძლება ეს იყოს და მეორე დღეს სხვა. მაგრამ, ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ძირითადად ამ საჭმელზეა დამოკიდებული ერთი ადამიანი. არავითარ ლოგიკაში არ ჯდება ეს. ადამიანები ფიზიკურად დღის განმავლობაშ ვერ იღებენ, რაც საჭიროა,“ – ამბობს მიხეილ ქუმსიშვილი.

 

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X