
გავრცელებული ინფორმაციით, თემქაზე ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია გახდა.
ამ ეჭვს კომპანია „თბილისი ენერჯის“ინფორმაციაც ამყარებს. ირკვევა, რომ ოჯახს თვითნებურად კუსტარულად დამზადებული ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული.
„თბილისი ენერჯიში“ ამბობენ, რომ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა არის ნაპოვნი და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი სწორედ იმიტომ სახელდება.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, თბილისში, თემქაზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ერთი ოჯახის ორი წევრი დაიღუპა.
გარდაცვლილები მეზობლებმა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს.
ადგილზე უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედრები კი სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზაზე უნდა გადაიყვანონ.























