16:23 | 2020-08-10 ავტორი: თამთა თორდია

რა იქნებოდა ისევ ის პატარა ბავშვები ვიყოთ, ერთმანეთს რომ შევხვდით… – რას წერს გოგო, რომელსაც შაქარაშვილის დედა თავის შვილს ამსგავსებს

რა იქნებოდა ისევ ის პატარა ბავშვები ვიყოთ, ერთმანეთს რომ შევხვდით… – რას წერს გოგო, რომელსაც შაქარაშვილის დედა თავის შვილს ამსგავსებს

გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, მარია გადიცკი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს წარწერით:

 

„რა იქნებოდა ისევ ის პატარა ბავშვები ვიყოთ ერთმანეთს რომ შევხვდით, ისეთივე ლაღები და მხიარულები როგორც მაშინ“, – წერს შაქარაშვილის მეგობარი.

VIDEO: როცა შევხვდებით ისევ გადავეხვევით ერთმანეთს - შაქარას მეგობრების ემოციები 40 დღის შემდეგ
2020-07-28VIDEO: როცა შევხვდებით ისევ გადავეხვევით ერთმანეთს - შაქარას მეგობრების ემოციები 40 დღის შემდეგ

 

 

მარიაზე გიორგის დედა თამუნა შალვაშვილი წერდა, რომ გოგონა გიოს ჰგავს და მასავით ნათელი თვალები აქვს.

 

თავად მარიამ გადიცკი კი პასუხობდა, რომ ეს მისთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია.

 

შეგახსენებთ, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა.

ავტორი: თამთა თორდია

X