16:41 | 2020-12-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა ისტერიკა, სიგიჟე და ბინძური ტყუილია?! – ნიკა გვარამია გიორგი ვაშაძეს პასუხობს 

რა ისტერიკა, სიგიჟე და ბინძური ტყუილია?! – ნიკა გვარამია გიორგი ვაშაძეს პასუხობს 

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გორგი ვაშაძეს პასხუობს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

გიორგი ვაშაძე ნიკა გვარამიას უპირისპირდება

 

„ბატონო გიორგი ვაშაძე, რა ჩემ მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, თან ჩემი მონაწილეობით, დაგიყენეს ისანში კანდიდატი? თან იმ ისანში, სადაც მეორე ადგილზეც ვერ გახვედით? რა „მთავარი არხი“ გიძღვნიდათ სიუჟეტებს?! რას ქვია არ დაგირეკეს? პასუხზე რომ უარი თქვით, თქვენ არ იყავით?!!

 

უკაცრავად, რა ისტერიკა, სიგიჟე და ბინძური ტყუილია?!! მობრძანდით დღეს ეთერში და მომიყევით მეც და მაყურებელსაც ვის და რაში ადანაშაულებთ?!! ძალიან სირცხვილია“, – დაწერა ნიკა გვარამიამ.

 

გვარამიას პოსტზე, ვაშაძის პასუხმაც არ დააყოვნა:

 

„რა არის სირცხვილი? დამირეკე გაარკვიე და არ გითხარი პასუხი? რაც სიმართლეა ის ვთქვი და ოპოზიციის პოზიციები შენს მიერ მხარდაჭრილმა ნაცმომ ჩამოშალა და ეგ ფაქტია. ის რაც გააკეთეთ დღეს ნამდვილად აზიანებს ყველაფერს! აშკარად განსხვავებულად ვფიქრობთ ყველაფერზე“, – პასუხობს ვაშაძე გვარამიას. 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X