
2015 წელს წელს, იტალიურ ტელევიზია RAI’s-ზე გავიდა სიუჟეტი, რომელიც მეცნიერებას ეძღვნებოდა. სიუჟეტში ამბობდნენ, რომ ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს ფილტვებზე დამკვირვებელი მოწყობილობა, ღამურებზე და თაგვებზე ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ.
da vedere assolutamente
Gepostet von Carmelo Maria Canto am Mittwoch, 25. März 2020
პანდემიის ფონზე, 2015 წლის ვიდეო 2020-ში გაპოპულარდა. ვიდეოში ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ჩინელმა მკვლევარებმა ღამურისგან აღებული ცილა შეუერთეს ვირუსს, რომელიც იწვევს SARS-ის ეპიდემიას თაგვებში, რათა შეექმნათ სუპერვირუსი, რომელიც ზემოქმედებს ადამიანზე.
დღეს ეს ვიდეო ვრცელდება იმის დასამტკიცებლად, რომ კოვიდ-19-ად წოდებული ახალი კორონავირუსი უხანში ლაბორატორიულად შექმნეს.
შეთქმულების თეორიის მიხედვით, ჩინელმა მეცნიერებს ბიოლოგიური იარაღის შექმნა სურდათ, მაგრამ ექსპერიმენტი ჩაუვარდათ და ვირუსი ლაბორატორიის კედლებს გასცდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თეორიის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, ბევრი ადამიანი ამ აზრს იზიარებს, მათ შორის იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეო სალვინი. „საოცრებაა“, – ასე დაწერა „ტვიტერში“ 2015 წლის ვიდეოზე პოლიტიკოსმა.
🔴‼INCREDIBILE!!!‼🔴
Da Tgr Leonardo (Rai Tre) del 16.11.2015 servizio su un supervirus polmonare Coronavirus creato dai cinesi con pipistrelli e topi, pericolosissimo per l'uomo (con annesse preoccupazioni). (1/2) pic.twitter.com/QuLG07XdAt— Matteo Salvini (@matteosalvinimi) March 25, 2020
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუი დი მაიო, სალვინის პანიკის შემქმნელად მოიხსენიებს, „რომელიც სიძულვილის გაღვივებას ემსახურება“.
შეთქმულების თეორიის განვითარება – ამავე თემაზე იხილეთ:























