
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ რუსთავი ორის დილის ეთერში დაღლილობასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.
ღოღობერიძის თქმით, ქრონიკული დაღლილობის მიზეზი ორგანიზმში რკინის ნაკლებობა ან მისი სიჭარბე შეიძლება გახდეს.
ასევე შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა დაავადებებმა: ჰიპოთირეოზი, ადისონის დაავადება, ინფექციური მონუკლეოზი, ტუბერკულიოზი, აივი, კოვიდი.
ასევე მიზეზი შეიძლება გახდეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ძილის აპნოე, ფრუქტოზის აუტანლობა, ფიბრომიალგია, ლაიმის დაავადება, ურემია, ლეიკემია, ლიმფომა, გაზაფხულის ცხელება და სხვა.
მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს გარეგანი ფაქტორები, როგორიცაა მძიმე სამუშაო გარემო, გონებრივი სტრესი უძილობა, მოწყენილობა, დეპრესია, დეჰიდრატაცია და სხვა.






















