
„ბავშვობაში მშობლები ბროწეულს, კურკის გარეშე გვაჭმევდნენ… ევროპულმა მედიცინამ დაადგინა, რომ ბროწეულის კურკები, ჰორმონული ბალანსისთვის საუკეთესო პროფილაქტიკაა.
ევროპაში ათასობით დოლარი ღირს მედიკამენტები, რომლებიც ბროწეულის კურკებს, ან ყურძნის წიპწებს შეიცავს. ეს აგრეთვე, სიმსივნის პროფილაქტიკაა. საერთოდ ეცადეთ, ყველა კურკა გამოიყენოთ. ვაშლის მსხლის და ა.შ…“ – ტოტოჩავა.
ცნობილი ექიმი მარინა ტოტოჩავა ჭარბწონიანობის, უნაყოფობის და იმპოტენციის გამომწვევ მიზეზებს ასახელებს და სოციალურ ქსელში საინტერესო რჩევებს და ინფორმაციას ავრცელებს:

„რატომაა ქალი მსუქანი, როცა ბევრს არ ჭამს. კაცებს რატომ ემუქრებათ იმპოტენცია?
ამ კითხვას, ბევრი უსვამს საკუთარ თავს, განსაკუთრებით ქალები. ერთ-ერთი და უფრო ხშირად, ერთადერთი დამნაშავე ამაში არის – პროლაქტინი. პროლაქტინი, ანუ ლუტეოტროპული ჰორმონი, წარმოადგენს პროტეინს. ის გამომუშავდება ჰიპოფიზის წინა წილის, აციდოფილური უჯრედების მიერ. პროლაქტინი ახდენს სარძეო ჯირკვლების სტიმულაციას, რომ გამოიყოს რძე.
ამას აკეთებს მაშინ, როცა ამ ჯირკვლებს მიღებული აქვთ ესტროგენების და პროგესტერონის გავლენა. ჰიპოფიზი – ენდოკრინული ორგანოა. ის ადამიანის თავის ტვინშია მოთავსებული. ჰიპოფიზი ჰორმონებს, პირდაპირ სისხლში გამოყოფს. ორსულ ქალს პროლაქტინი მომატებული აქვს, რის გამოც აქვს რძე.
ძუძუს მიცემის პერიოდში, პროლაქტინი მომატებულია. ნორმაში პროლაქტინის პროდუქცია, არაორსულ ქალსა და კაცშიც ხდება, მაგრამ ის ნორმის ფარგლებში უნდა იყოს. მისი მატება ან კლება, არა თუ ბევრ პრობლემას, არამედ ორგანიზმის გადაგვარებას იწვევს. ნორმაში არსებული პროლაქტინი, დღე-ღამის განმავლობაში მერყეობს.
ის მაქსიმალურად მაღალია, ძილის დროს. პროლაქტინი, შემდეგ შემთხვევებში იმატებს – სტრესების, შიშების, ელდის, ნერვიულობის, განცდის დროს. ასევე მას პათოლოგიურად ამატებს ზოგი მედიკამენტი. მით უმეტეს, თუ ის არამიზნობრივადაა დანიშნული. ჰიპოფიზის სიმსივნის დროს, პროლაქტინი სისხლში ძალიან იმატებს. თუ ჰიპოფიზის ჯირკვალი დაზიანდა, მაგრამ არასიმსივნური პროცესია, მაშინ პროლაქტინი იკლებს.
ჰიპოფიზის სიმსივნეს პროლაქტინომა ჰქვია. ის კეთილი ფორმაა სიმსივნეების, რომელიც ძალიან გავრცელებული და ხშირია. არის კაცებში, მაგრამ უფრო მეტად ქალებში. ამ სიმსივნის ბევრი ვარიანტი, იმდენად მცირე ჩივილებით მიდის, რომ ადამიანმა არც იცის, თუ ეს სიმსივნე აქვს. პროლაქტინომის დროს, პროლაქტინი უხვად გამოიყოფა. ამ შემთხვევაში, არაორსულ ქალებსა და ასევე კაცებშიც, რძის გამოყოფა იწყება.
ნაცნობის ქმარს, მკერდიდან რძის გამოყოფა დაეწყო. ტელეფონში ვუთხარი, რომ სასწრაფოდ, პროლაქტინზე ანალიზი აეღო. იმ დღესვე წავიდნენ სხვა ქალაქში, სამი კლინიკა შემოიარეს, 2 ათას ლარამდე დახარჯეს. ბოლოს რომელიღაც სპეციალისტმა, ჰორმონალური ანალიზები ააღებინა და პროლაქტინი აღმოჩნდა ძალიან მომატებული.
სხვა ყველაფერი ნორმაში ჰქონდა, მაგრამ გაკეთებული ჰქონდა ისეთი ანალიზებიც, რომლებიც საერთოდ არ სჭირდებოდა. ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება უფრო კარგი და ნიჭიერი ექიმებია, ვიდრე ევროპაში, მაგრამ სიცრუის და სიყალბის ქვეყანაში ვცხოვრობთ, რაც მედიცინის სფეროზეც აისახება.
ევროპაში, ადამიანი კლინიკაში რომ შედის, ქაოსში არ ხვდება. არც ისეთ ანალიზებს გააკეთებინებენ, რომლებიც არ სჭირდება. არ დააბნევენ პაციენტს და ზედმეტ დროსაც არ დაახარჯვინებენ. პაციენტი გავუშვი გადაღებაზე, მხოლოდ, თიმუსის ზომა მაინტერესებდა, ფილტვების რენტგენოგრაფიაზე, რისი გადიდებაც, იმუნიტეტს ზღუდავს და უამრავ დაავადებას აპროვოცირებს.
უამრავი ანალიზი ჩააბარებინეს, გამაოცა მხოლოდ სპერმის ანალიზმა. ასაკში ხარ, პროსტატიტი გექნება და ესეც კარგია, რომ გამოვიკვლიოთო. თუ პროლაქტინომა, უფრო რთულ ფორმებში წავიდა, მაშინ სიმსივნე აწვება ტვინის სხვა ნაწილებს. როცა სიმსივნე, მხედველობის ნერვს აწვება, მაშინ პერიოდულად, თავის ტკივილია და მხედველობაც ქვეითდება.
ამ დროს, ჰიპოფიზის სხვა ჰორმონებიც იმატებს, ამიტომ ხშირად ვამბობ, არ შეიძლება, თავის ტკივილის გატარება და გამაყუჩებლის ხშირად გამოყენება. თუნდაც, სისმსივნე დადგინდეს ჰიპოფიზის, ადამიანი იცოცხლებს ძალიან დიდხანს. ოღონდ, დროული და სწორი მიდგომით. არა თუ მარტო უვიცობა, უკულტურობაა, როცა ადამიანებს, თავი ხშირად ტკივათ და არ იკვლევენ. ყველა თავის ტკივილს, თავისი მიზეზი აქვს და ამას კარგი ექიმი, გამოკვლევის გარეშეც ხვდება.
რას იწვევს პროლაქტინის მომატებას, გარდა სიმსივნისა? – ქალიც და კაციც უნაყოფოა. ანუ შვილის გაჩენის უნარი, არა აქვთ. მენსტრუაციის დინამიკა მოშლილია. კაცებს დაქვეითებული აქვთ, სქესობრიცი ფუნქცია და მალე მიდიან იმპოტენციამდე. ადამიანები ცოტას ჭამენ და მაინც ძალიან სუქდებიან.
პროლაქტინის გამოკვლევას, გირჩევთ ხუთ შემთხვევაში – 1) რძის გამოყოფა 2) თავის ტკივილი, მით უმეტეს, თუ მხედველობის გაუარესებით მიდის 3) კაცის და ქალის უნაყოფობა 4) კაცის იმპოტენცია 5) თუ ბევრს არ ჭამთ და მაინც სუქდებით. ზოგი ქალი ძლიერ დიეტაზეა, მაგრამ მაინც ვერ ხდება, ან ხდება და ძალიან მალე ისევ სუქდება. ეს არის პროლაქტინის დარღვევის დროს.
პროლაქტინის დარღვევა, იწვევს ქსოვილების მიერ გლუკოზის მოხმარების შემცირებას, რის გამოც, გლუკოზა სისხლში გადადის და შაქრის დონე აიწევს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, პროლაქტინი, დიაბეტიკებმაც უნდა გაიკონტროლონ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროლაქტინი – პროტეინია. ხშირად ვიმეორებ. თუ უჯრედი მდგრადობას დაკარგავს, ის ადვილად მიიღებს ვირუსებს და მიკრობებს და დაავადებებიც სახეზეა.
უჯრედი რომ მდგრადი იყოს, ანუ ადამიანი რომ ჯანმრთელად იყოს, მას სჭირდება, იმ დანაკლისის შევსება, რაც ბუნებრივად, მისი ნაწილია. ესენია – ვიტამინები, ფერმენტენბი, ჰორმონები, პროტეინები, მინერალები, მჟავეები და სხვა. თუ ეს ნორმაში აქვს, ადამიანი ძნელად ავადდება.
ზოგჯერ ასე ხდება – ადამიანებს, რაიმე პათოლოგიის დროს, მძიმე ქიმიური წამლები ენიშნებათ და შედეგი არ არის. თუ იმ ბალანსს შევავსებთ, რაც აკლია, მდგომარეობა უმჯობესდება და ის ქიმიური წამალიც შედეგიანია. ხშირ შემთხვევაში კი, სულ არ არის საჭირო, ქიმიური წამლები, ისინი კლინიკას წაშლიან და ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, დარღვეული რჩება.
აუცილებელიც რომ იყოს დამატებით ქიმიური წამალი, ორგანიზმის საბაზისო შევსება, სასიცოცხლოდ საჭიროა. ღმერთმა ადამიანი ბუნებაში დასვა და არა მთვარეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ბუნება ადამიანის შევსების და სიცოცხლის საწინდარია. ჰორმონული მოშლის საპროფილაქტიკოდ, ძალიან ღირებული და აუცილებელია ზოგიერთ ხილზე მეტი აქცენტირება.
ბავშვობაში მშობლები ბროწეულს, კურკის გარეშე გვაჭმევდნენ, კურკას რომ არ დავეხრჩვეთ. ევროპულმა მედიცინამ დაადგინა, რომ ბროწეულის კურკები, ჰორმონული ბალანსისთვის, საუკეთესო პროფილაქტიკაა.
ევროპაში ათასობით დოლარი ღირს მედიკამენტები, რომლებიც ბროწეულის კურკებს ან ყურძნის წიპწებს შეიცავს. ეს აგრეთვე, სიმსივნის პროფილაქტიკაა. საერთოდ, ეცადეთ ყველა კურკა გამოიყენოთ, ვაშლის, მსხლის და ა.შ.
ცნობილია, რომ კიბოს საპროფილაქტიკო „ბ 17“ ვიტამინი ჭარბადაა გარგარის კურკაში (იმედია, კურკას არ გადაყლაპავთ). ქალი, რომელიც კვებაში ხშირად იყენებს ბროწეულს კურკებით და ჭარხალს, მშვიდად გადაიტანს კლიმაქსის ეტაპს და სიმსივნის დამართების ნაკლები შანსი აქვს.
ეცადეთ შეივსოთ მინერალების, ვიტამინების და ორგანული ნივთიერებების დანაკლისი. ამას ანალიზი დაადგენს რა აკლია თქვენ ორგანიზმს, ან თქვენი ექიმი, რეფლექსების საშუალებით გამოიცნობს. წარმატება მკურნალობაში, იმიტომ მაქვს ყოველთვის, რომ ადამიანს არ „დავეჯახები“ ქიმიური წამლებით – ჯერ ვარკვევ, რა ნივთიერებების ნაკლებობა აქვს,“ – წერს ტოტოჩავა.























