14:18 | 2021-11-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„რა იუმორი, რა ოპოზიციონერის პრინციპულობა, მიდი ალეკო, არ დაინდო ქოცები“ – ბარამიძე ელისაშვილს

„რა იუმორი, რა ოპოზიციონერის პრინციპულობა, მიდი ალეკო, არ დაინდო ქოცები“ – ბარამიძე ელისაშვილს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის სტატუსს ეხმაურება.

 

„ა კაცი, რა იუმორი, რა ოპოზიციონერის პრინციპულობა და საერთოდ აბა რაა, მიდი ალეკო არ დაინდო ქოცები“, – წერს გიორგი ბარამიძე.

 

ცნობისთვის, დღეს ალეკო ელისაშვილი არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.

 

ქურდი, დამნაშავე და ქვეყნის მოღალატე უნდა იყოს ციხეში - ფრიდონ ინჯია
2021-11-02ქურდი, დამნაშავე და ქვეყნის მოღალატე უნდა იყოს ციხეში - ფრიდონ ინჯია

 

„ბოდიში და, არჩევნები წალენჯიხაშიც გაყალბდა? თუ მანდ რა მოხდა, ნიჩურტი ჰქონდათ“, – დაწერა ელისაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის მერის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

 

#5 გიორგი ხარჩილავა (“ნაციონალური მოძრაობა) – 51,11%;

 

#41 გოგა გულორდავა (“ქართული ოცნება”) – 48,89%.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X