
ავტორ-შემსრულებელი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში თავისი 16 წლის მომღერალი ვაჟის ვიდეოს აქვეყნებს წარწერით – “რა კარგია როცა ხვდები, თუ რატომ გაჩნდი”.
დათუნა ლაზარიშვილი ტყუპის ცალია. მისი ძმა ზუკაც მღერის. სხვანაირად შეუძლებელია, ლევან ლაზარიშვილის და მაია კაჭკაჭიშვილის ტყუპები უნდა მღეროდნენ.
ასეც არის. ბიჭები პატარაობიდან მღერიან. მათ სხვადასხვა შოუებში დედასთან ერთადაც აქვთ ნამღერი.






















