18:11 | 2020-03-11 ავტორი: Prime Time

რა ხდება „წითელ ზონაში“- ფოტოები იტალიიდან

რა ხდება „წითელ ზონაში“- ფოტოები იტალიიდან

„წითელ ზონად“ გამოცხადებული ქვეყნიდან, იტალიიდან „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად გამოუგზავნეს ფოტო და ვიდეო მასალა, თუ რა მდგომარეობაა ერთ-ერთ ქალაქში, კერძოდ ნეაპოლში.

 

როგორც ქართველი ემიგრანტი გვიყვება, გარეთ გასვლა მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაშია შესაძლებელი.

 

„რაც იტალია „წითელ ზონად გამოცხადდა“ გარეთ გასვლა გვეკრძალება. გავდივართ მხოლოდ მაღაზიაში ან აფთიაქში. ყველგან პოლიციელები დგანან და გვეკითხებიან სად მივდივართ. გვავსებინებენ სპეციალურ ანკეტას. მაღაზიაში შესვლის უფლება მხოლოდ ორ ადამიანს გვაქვს. რიგში დგომისას კი, ერთმანეთს შორის დაშორება სამი მეტრი უნდა იყოს. უფლება არ გვაქვს დავტოვოთ ქალაქი. პროდუქტებიც მოვიმარაგეთ. გარეთ მხოლოდ რამდენიმე საათი ვჩერდებით. ისიც მაღაზიაში ან აფთიაქში,“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ ემიგრანტმა.

 

ახალი კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. შეკრებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოქალაქეები გარეთ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით და გადაუდებელი საჭიროებისთვის უნდა გავიდნენ. სასწავლო პროცესი 3 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდება. ახალი რეგულაციები 10 მარტიდან ამოქმედდა.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X