
„ჯავახეთის საინფორმაციო პორტალი“ ახალქალაქში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ადგილზე არსებული მდგომარეობის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, სროლის შედეგად ერთი ადამიანია გარდაცვლილი. ის 27 წლის მამაკაცია, რომელსაც ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. ასევე, დაზიანებულია ერთ-ერთი სასტუმრო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
Posted by JNEWS.ge – Информационный центр Джавахети on შაბათი, 08 აგვისტო, 2020























