
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარია.
ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ადგილზე ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. ხანძარი ბაზრობაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაჩნდა.
ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ბაზრობა, რომელსაც ამ წუთებში ცეცხლი უკიდია, არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
„ეს ბაზრობა ახლა დაკეტილი იყო და არ ფუნქციონირებდა. იცით, რომ ბაზრობები არ გახსნილა. ახლა მთავარია ჩაქრეს ხანძარი. ძალიან დიდი ხანძარია, ალბათ ყველა ხედავთ. მთავარია ჩაქრეს და მერე უკვე დადგინდება მისი გამომწვევი მიზეზი. ფართობი ჯერ არ ვიცით, მეხანძრეები შიგნით არიან შესული. როდესაც ჩაქრება და გამოვლენ, ზუსტ ინფორმაციას მოგავწდით“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.






















