16:57 | 2021-11-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა ხდება ამ წუთებში ტყიბულში, სადაც შახტაში ორი ადამიანი ჩავარდა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

რა ხდება ამ წუთებში ტყიბულში, სადაც შახტაში ორი ადამიანი ჩავარდა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყიბულში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია ტყიბულში, ერთ-ერთ შახტაში მომხდარი შემთხვევის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით, კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე.

 

ტაქსიში თამბაქოს მოწევის გამო დაჯარიმდებით - რა შემთხვევაში აეკრძალებათ მძღოლებს მოწევა საკუთარ ავტომობილშიც 
2021-11-27ტაქსიში თამბაქოს მოწევის გამო დაჯარიმდებით - რა შემთხვევაში აეკრძალებათ მძღოლებს მოწევა საკუთარ ავტომობილშიც 

 

ადგილზე დასახმარებლად შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები და შახტის ტერიტორიაზე დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია.

 

მაშველებმა ჩაატარეს შახტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა უსაფრთხოდ მომხდარიყო მაშველების ჩასვლა შახტაში ჩარჩენილ ადამიანებთან.

 

შედეგად, მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიება.

 

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობიზელებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

„ტიროდა და სულ მიშას ეჭირა. ბავშვს ხმა არ ამოუღია, ისე ჩუმად ჩატარდა ყველაფერი“ - კობა დავითაშვილის მეუღლე სააკაშვილთან ნათელ-მირონობაზე
2021-11-27„ტიროდა და სულ მიშას ეჭირა. ბავშვს ხმა არ ამოუღია, ისე ჩუმად ჩატარდა ყველაფერი“ - კობა დავითაშვილის მეუღლე სააკაშვილთან ნათელ-მირონობაზე
  
„ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ხმა ისმის, რომელიც შველას ითხოვს“ - შემთხვევა ტყიბულში რამდენიმე წუთის წინ მოხდა
2021-11-27„ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ხმა ისმის, რომელიც შველას ითხოვს“ - შემთხვევა ტყიბულში რამდენიმე წუთის წინ მოხდა

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X