09:54 | 2021-12-02 ავტორი: Prime Time

რა ხდება საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა დაიწყოს

რა ხდება საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა დაიწყოს

მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესზე დასასწრებად თბილისში გადმოყვანილია. ესკორტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაახლოებით ნახევარი საათის წინ დატოვა და უკვე სასამართლოს ეზოში შევიდა.

მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება გორიდან სასამართლოში - ესკორტმა სამხედრო ჰოსპიტალი უკვე დატოვა
2021-12-02მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება გორიდან სასამართლოში - ესკორტმა სამხედრო ჰოსპიტალი უკვე დატოვა

 

სასამართლოს ტერიტორიაზე უკვე იკრიბებიან სააკაშვილის მხარდამჭერები. მობილიზებულია სამართალდამცველები. გახმაურებული პრცესის და დაანონსებული აქციის გამო, დილიდან შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება დიდი დიღმის ტერიტორიაზე.

 

სასამართლო პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.

 

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

 

ყოფილი პრეზიდენტის პროცესის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მორიგ აქციას გამართავს. აქცია 11:00 საათზე დაიწყება.

 

ნახეთ ვიდეო ⇓ მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება გორიდან სასამართლოში

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X