14:30 | 2021-10-30 ავტორი: Prime Time

რა ხდება სინამდვილეში და რა ინფორმაციას ავრცელებენ ოპოზიციონერი ლიდერები

რა ხდება სინამდვილეში და რა ინფორმაციას ავრცელებენ ოპოზიციონერი ლიდერები

ელენე ხოშტარიამ და ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, თითქოს ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებმა ყალბი პირადობები აღმოაჩინეს.

სააკაშვილს ძილის დროსაც შეიძლება რამე მოუვიდეს - ბუბა კიკაბიძე
2021-10-30სააკაშვილს ძილის დროსაც შეიძლება რამე მოუვიდეს - ბუბა კიკაბიძე

 

სინამდვილეში, სურათზე მოცემულ პირს შეცვლილი აქვს გვარი და ძველი პირადობა გაუქმებულია. ის სიაში მხოლოდ ერთხელ არის რეგისტრირებული.

 

განმარტება უკვე გააკეთა იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

 

„იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პასუხობს ბლოკის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – წევრის, თამარ კორძაიას მიერ მედიაში გავრცელებულ ცრუ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი აღმოაჩინეს.

 

რა ხდება რეალურად N12 დაწესებულებაში, სადაც პოლიციისა და სასწრაფოს მანქანა გამოჩნდა
2021-10-30რა ხდება რეალურად N12 დაწესებულებაში, სადაც პოლიციისა და სასწრაფოს მანქანა გამოჩნდა

 

სააგენტო განმარტავს, რომ მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი – ჯიქური.

 

გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ.

იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.

 

 

აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X