19:41 | 2020-04-17 ავტორი: Prime Time

გადაჭედილი მაღაზიები და ქუჩები – რა ხდებოდა თელავში ზომების გამკაცრების შემდეგ (ფოტომასალა)

გადაჭედილი მაღაზიები და ქუჩები – რა ხდებოდა თელავში ზომების გამკაცრების შემდეგ (ფოტომასალა)

დილიდან ხალხმრავლობა იყო თელავის აფთიაქებში, პურის საცხობებსა და სუპერმარკეტებში.

 

12 საათიდან, კიდევ უფრო გამკაცრებული საკარანტინო ზომების გამოცხადების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა პროდუქტისა და მედიკამენტების მომარაგებას ცდილობდა. მანქანების სიმრავლემ ქუჩებში, საპატრულო პოლიციის ჩარევის აუცილებლობაც გამოიწვია.

 

Image may contain: car and outdoor

 

ერთ-ერთი მარკეტის მფლობელის, ვეფხო მჭედლიშვილის ინფორმაციით, დღეს მარკეტში ჩვეულებრივზე მეტი მყიდველი მივიდა.

 

„სხვა დღეებში ბევრად ნაკლები ხალხია. ამ დილიდან ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ალბათ შეზღუდვების გამო, ცდილობენ პროდუქტი მოიმარაგონ“, – განაცხადა მჭედლიშვილმა.

 

Image may contain: car, sky and outdoor

 

Image may contain: sky, car and outdoor

 

ბოლო მონაცემებით: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X